2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ ტურში საქართველოსა და ავსტრიის ეროვნულ ნაკრებთა შორის გასამართ მატჩს ბელორუსები განსჯიან.
შეხვედრის მთავარი არბიტრი 36 წლის ალექსეი კულბაკოვი იქნება, რომელიც 25 წლის ასაკიდან ფიფას მსაჯია. სწორედ კულბაკოვი გახლდათ 2015 წლის ივნისში პოლონეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა შორის გამართული მატჩის (4:0) მთავარი მსაჯი.
გვერდით არბიტრებად ვიტალი მალიუტინი და ოლეგ მასლიანკო იმუშავებენ. მეოთხე მსაჯი დენის შჩერბაკოვი იქნება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ავსტრიის ნაკრებებს შორის მატჩი 5 სექტემბერს, “დინამო არენაზე” გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება.