შეიკუ კუიატე თვლის, რომ ახალ სტადიონზე გადასვლა “ვესტ ჰემისათვის” გარდამტეხი მომენტი იქნება და რომ ისინი უახლოეს მომავალში ჩემპიონთა ლიგაზეც შეძლებენ ასპარეზობას.
“ფეხბურთის თამაშზე ყოველთვის ვოცნებობდი, “ვესტ ჰემშიც” ამიტომ მოვედი. ჩემი მიზანი გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგაზე თამაშია.
ლიგაზე “ანდერლეხტის” მაისურით მაქვს ნათამაშები, ამით უდიდესი გამოცდილება მივიღე. მინდა ეს გამოცდილება “ვესტ ჰემსაც” გავუზიარო.” – განაცხადა ლონდონელთა ახალწვეულმა.
შეგახსენებთ, რომ ახალ სტადიონზე პირველი გოლი სწორედ კუიატემ გაიტანა. მან ამ გრძნობაზეც ისაუბრა:”ძალიან ბედნიერი ვარ, რომ “დომსალეს” კარში ორი გოლის გატანა მოვახერხე. ამ მომენტს ვერასოდეს ვერ დავივიწყებ. შვილები რომ მყავდეს, მათ ამის შესახებ აუცილებლად მოვუყვებოდი.