“რეალმა” ჩემპიონთა ლიგაზე კოენტრაუ თავდამსხმელად წარადგინა

მადრიდის “რეალმა” უეფას ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონისთვის გუნდის ოფიციალური განაცხადი გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ “ბლანკოსმა” გუნდის მცველი ფაბიუ კოენტრაუ თავდამსხმელად წარადგინა.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი ფეხბურთელი გასულ სეზონში იჯარის წესით “მონაკოში” თამაშობდა. კოენტრაუ ახლა აღდგენით პროცესს გადის და მოედანზე დაბრუნებას დაახლოებით ოქტომბრისთვის შეძლებს.

“რეალმა” ჩემპიონთა ლიგაზე გუნდის განაცხადში 17 წლის ნორვეგიელი ნახევარმცველი მარტინ ედეგორიც შეიყვანა.

ჩემპიონთა ლიგაზე “რეალის” სრული განაცხადი ასე გამოიყურება:

მეკარეები: ნავასი, კასილია, იანესი;

მცველები: კარვახალი, პეპე, სერხიო რამოსი, ვარანი, ნაჩო, მარსელო, დანილო;

ნახევარმცველები: კროოსი, ხამეს როდრიგესი, კაზემირო, კოვაჩიჩი, მოდრიჩი, ასენსიო, ისკო, ედეგორი;

თავდამსხმელები: რონალდუ, ბენზემა, ბეილი, კოენტრაუ, ვასკესი, მარიანო დიასი, მორატა.

კასილასისა და კოენტრაუს რეაქცია კეილორ ნავასის უხეშ შეცდომაზე (ვიდეო)

ესპანეთის პრიმერადივიზიონის 37-ე ტურში “ესპანიოლსა” და მადრიდის “რეალს” შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას “სამეფო კლუბის” მცველმა ფაბიო კოენტრაუმ საკუთარი გუნდის კიპერ კეილორ ნავასს დასცინა.

პორტუგალიელი ფეხბურთელი სათადარიგოთა სკამზე იკერ კასილასის გვერდით იჯდა. მატჩის 74-ე წუთზე კეილორ ნავასმა უხეში შეცდომა დაუშვა, რის შემდეგაც “რეალის” კარში გოლი გავიდა. აღნიშნულ მომენტს რეაქციის გარეშე შეჰყურებდა კასილასი, ხოლო კოენტრაუმ კეილორ ნავასს დასცინა.

შეგახსენებთ, რომ მატჩი “რეალის” გამარჯვებით, ანგარიშით 4:1 დასრულდა.

 

ანჩელოტი:”ბენზემა და რონალდო ფინალში ითამაშებენ”

„კრიშტიანუმ დისკომფორტი იგრძნო და რასაკვირველია, მისი მოედანზე გამოყვანა არ გავრისკეთ.ვფიქრობ, საგანგაშო არაფერია, რამეთუ პორტუგალიელი მზადყოფნაში შეხვდება ჩემპიონთა ლიგის ფინალს.რაც შეეხება ბენზემას, ფრანგი კუნთმა შეაწუხა და მყისვე გავიყვანეთ.ისიც მოახერხებს 24-ში ასპარეზობას.“

„ესპანიოლის წინააღმდეგ ჩემმა ფეხბურთელებმა მშვენივრად ითამაშეს,ახლა ყველა ფინალზე ვფიქრობთ.“

„პეპეს მდგომარეობა უმჯობესდება.აქამდე სატრენაჟორო დარბაზში ირჯებოდა, ხოლო ხვალიდან სრული დატვირტთვით მოედანზე ივარჯიშებს.გვჯერა, რომ არც მას შეექმნება პრობლემა ფინალში ასპარეზობასთან დაკავშირებით.“

„ალონსოს ყველაზე რეალურ შემცვლელად ილიარა მოიაზრება.კიდევ ერთი კვირა მაქვს, რათა საბოლოო გადაწყვეტილება მივიღო.ასიერის თამაშებით კმაყოფილი ვარ.“

„გუნდი კონდიციები მოსაწონია. ახლა მთავარია, ალონსოსა და ხესეს გარდა, ყველა მოთამაშე 100 პროცენტით მზად იყოს ფინალისათვის.“

„ხედირა რთული ტრავმის შემდეგ მწყობრში ჩადგა.ადვილი როდია, ამდენხნიანი უქმობის შემდეგ დაბრუნება.ილიარას უფრო დიდი შანსი აქვს ფინალურ დაპირისპირებაში მოედანზე გამოსვლისა.“

„მარსელომ მოახერხა კონდიციების აკრეფა.მარცხენა ფრთაზე დიდი კონკურენციაა და ჯერჯერობით არვიცი, რომელ ფეხბურთელს ავირჩევ სასტარტო თერთმეტეულისათვის.“

„როდესაც წინ ფინალი გაქვს, რისკზე წასვლა არ შეიძლება.კრიშტიანუ თავს მშვიდად გრძნობს და მოუთმენლად ელოდება მოედანზე დაბრუნებას.“

„მანჩესტერ იუნაიტედი“ კოენტრაუს იჯარით აყვანაზე ფიქრობს

„მანჩესტერ იუნაიტედი“ მადრიდის „რეალთან“ სეზონის ბოლომდე ფაბიო კენტრაუს იჯარით აყვანის ვარიანტს განიხილავს.

როგორც ცნობილია, „წითელ ეშმაკებს“ პორტუგალიელი მოთამაშის აგენტთან ჟორჟე მენდეშთან კარგი ურთიერთობა აკავშირებთ. ფეხბურთელის წარმომადგენლის თქმით, მისი კლიენტი მანჩესტერულ კლუბში გადასვლაზე უარს არ იტყოდა.

ცნობისთვის, „იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელს დევიდ მოიესს კოენტრაუს დამატება ჯერ კიდევ 2013 წლის ზაფხულს სურდა, თუმცა მაშინ მხარეები ვერ შეთანხმდნენ.

ალექსანდრე მატევოსოვი