“ბაიერნმა” ჩემპიონთა ლიგაზე გუნდის განაცხადში გიოტცეს უმცროსი ძმა შეიყვანა

მიუნხენის “ბაიერნმა” ჩემპიონთა ლიგაზე გუნდის განაცხადში მარიო გიოტცეს უმცროსი ძმა შეიყვანა.

18 წლის ფელიქს გიოტცე ე.წ. В სიაშია შეყვანილი. ამ სიაში შეჰყავთ ფეხბურთელები, რომლებიც 1995 წლის პირველ იანვარს ან მოგვიანებით დაიბადნენ და 15 წლის ასაკის შემდეგ კლუბში წყვეტის გარეშე ირიცხებიან.

ფელიქს გიოტცე ამპლუით მცველი გახლავთ.

რაც შეეხება მარიო გიოტცეს, შეგახსენებთ, რომ იგი ბოლო სამი სეზონის განმავლობაში “ბაიერნში” თამაშობდა, შემდეგ კი დორტმუნდის “ბორუსიაში” დაბრუნდა.