გაბონის დედაქალაქ ლიბრევილში 2017 წლის აფრიკის ერთა თასის წილისყრა ჩატარდა. 16 გუნდი ოთხ ჯგუფში შემდეგნაირად გადანაწილდა:
A ჯგუფი: გაბონი, კამერუნი, გვინეა-ბისაუ, ბურკინა-ფასო.
B ჯგუფი: ალჟირი, ტუნისი, სენეგალი, ზიმბაბვე.
C ჯგუფი: კოტ-დივუარი, კონგოს დამოუკიდებელი რესპუბლიკა, მაროკო, ტოგო.
D ჯგუფი: განა, მალი, ეგვიპტე, უგანდა.
აფრიკის ერთა თასი 2017 წლის 14 იანვარს დაიწყება და 5 თებერვალს დასრულდება. ტურნირს გაბონი უმასპინძლებს.