იონანიძე: “ჩიხურას” მშვენივრად შევეწყვე, ჩვენ ერთ ოჯახი ვართ”

ეროვნული ლიგის მეათე ტურის შეხვედრაში საჩხერის “ჩიხურა” სტუმრად ფოთის “კოლხეთს” დაუპირისპირდა. იმერლები აგებდნენ, თუმცა ანგარიში შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელმა, დავით იონანიძემ გაათანაბრა. 19 წლის ფეხბურთელმა, რომელიც გასულ ზამთარში ქუთაისის “ტორპედოდან” შეუერთდა საჩხერულ გუნდს, მოედანზე გამოსვლიდან შვიდ წუთში მოახერხა მეტოქის კარის ბადის შერხევა (საბოლოოდ, 2-2). ეს ამ სეზონში მისთვის მეორე გოლია (ექვს მატჩში ნათამაშებ 84 წუთი). სხვათა შორის, ახალგაზრდა ტალანტმა პირველი გოლი “რუსთავს” 90+1 წუთზე გაუტანა და ერთადერთი ბურთით გუნდს გამარჯვება მოუტანა.

Fanebi.Com-ი დაუკავშირდა იონანიძეს, მას “კოლხეთთან” გამართული შეხვედრის შეფასება სთხოვა და ადაპტაციის პერიოდზეც ჰკითხა.

“დაძაბული და სანახაობრივი მატჩი გამოვიდა. მიზნად, რა თქმა უნდა, სამი ქულის მოპოვება გვქონდა დასახული. მართალია, ფოთელები ათი კაცით იყვნენ მოედანზე, თუმცა არ შემიძლია, არ აღვნიშნო მათი მონდომება, რამაც, საბოლოოდ, მატჩის ბედიც გადაწყვიტა. ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა, ვერ გამოვიყენეთ და დავისაჯეთ კიდეც. სამწუხაროა, რომ ბოლოს გოლი მაინც გავუშვით.”

“გოლი სასიხარულოა, თუმცა, ცუდია, რომ ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ზოგადად შევაფასებ და ვიტყვი, რომ ბიჭებს შევეჩვიე. აქ თავს მშვენივრად ვგრძნობ. გუნდში კარგი ატმოსფეროა: ყველანი, სამწვრთნელო შტაბიდან დაწყებული, ჩვენით დამთავრებული, ერთი ოჯახივით ვართ, რაც უმნიშვნელოვანესია წარმატებისკენ მიმავალი გუნდისთვის,” – ამბობს იონანიძე.

“ჩიხურა” წინ მიიწევს – საჩხერლებმა “რუსთავს” იონანიძის გოლით მოუგეს (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მესამე ტურის ერთი შეხვედრა გაიმართა: საჩხერის “ჩიხურა” რუსთავის “რუსთავის” წინააღმდეგ.

მიუხედავად რამდენიმე მომენტისა, პირველ ნახევარში გოლი არ გასულა. მეორე ტაიმში დასამახსოვრებელ მომენტებს შორის გამოსარჩევია რუსთაველთა ფეხბურთელის, გეორგი გაბულოვის წითელი ბარათი. მან მეორეჯერ გაფრთხილების შემდეგ, დატოვა მოედანი. მატჩის კულმინაიცა მეორე დამატებით წუთზე იყო, როცა ჩაწოდების შემდეგ ახალგაზრდა ფეხბურთელმა, დავით იონანიძემ მეტოქეს გაუტანა და “ჩიხურას” სამი ქულა მოუპოვა. საბოლოოდ, 1-0.

ამ გამარჯვების შემდეგ “ჩიხურა” შვიდი ქულით პირველ პოზიციაზეა. ხოლო, რუსთავს სამი ქულა აქვს და მეექვსე პოზიციას იკავებს.

 

“მერანს” იონანიძე გაწვრთნის

საფეხბურთო კლუბ მარტვილის “მერანს” ახალი მწვრთნელი ჰყავს. ამიერიდან კლუბს წარსულში ცნობილი ფეხბურთელი ზურაბ იონანიძე გაწვრთნის. იონანიძე წლების მანძილზე იცავდა “ზესტაფონისა” და ქუთაისის “ტორპედოს” ღირსებას და გულშემატკივარს თავი უამრავი გოლით დაამახსოვრა.
მთავარი მწვრთნელის პოსტზე კი, “მერანის” მისთვის პირველი გუნდი იქნება.

შეგახსენებთ, რომ წარუმატებელი პირველი ეტაპის შემდეგ “მერანი” კახა ჩხეტიანმა საკუთარი სურვილით დატოვა და სამუშაობ “ზესტაფონში” გადავიდა, სადაც გია გეგუჩაძეს დაეხმარება.