დღეს, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა საკუთარ მოედანზე ჩაატარა. ჩვენებმა ავსტრიის წინააღმდეგ გააგორეს ბურთი და 1-2 დამარცხდნენ.
მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების მოთამაშემ, გურამ კაშიამ Fanebi.Com ისაუბრა.
“პირველ ტაიმში უმიზეზო გოლები გავუშვით. მეორე ნახევარში უპირატესობა ჩვენ გვქონდა და მეტოქეს, ფაქტობრივად, ნორმალური მომენტი არ შეუქმნია.”
” საერთო ჯამში, ალბათ, ჩვენ უფრო მეტი გოლი უნდა გაგვეტანა. თუმცა, ეს ფეხბურთია და ხდება ისე, რომ კონკრეტულ ორთაბრძოლებს აგებ, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდება მატჩში,” – განაცხადა საქართველოს ნაკრები მოთამაშემ.