2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ბულგარეთისა და ლუქსემბურგის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში ლუქსემბურგელთა თავდამსხმელმა ორელენ ჟოაკიმმა საკუთარი გუნდისთვის ისტორიული შედეგი დააფიქსირა.
30 წლის ფეხბურთელი გახდა ლუქსემბურგის ნაკრების პირველი წევრი, რომელმაც ოფიციალურ შეხვედრაში ერთზე მეტი გოლის გატანა შეძლო. ჟოაკიმმა აღნიშნულ შეხვედრაში გატანილი გოლით თავი მე-60 და 62-ე წუთებზე გამოიჩინა.
მატჩი ბულგარეთის ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 4:3 დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ ლუქსემბურგის ნაკრებს ფიფას რეიტინგში 145-ე ადგილი უკავია.