ტიაგო მესი “ბარსელონას” ბავშვთა გუნდს შეუერთდა

ახლახან, ლიონელ მესიმ პრესის წარმომადგენლებს საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გაუმხილა – როგორც გაირკვა, ლეოს უნდა, რომ ტიაგო (მისი ვაჟი) მამის ნაკვალევს გაყვეს.

ესპანეთში გავრცელებული ცნობების თანახმად, ტიაგო პირველი მონაწილე იქნება “ბარსას” საპილოტო პროგრამისა, რომელიც 3-5 წლის ბავშვებისთვის ფეხბურთის შესწავლას ითვალისწინებს.

გარკვეული დროის შემდეგ, ტიაგოსა და მის სამომავლო თანაგუნდელებს ლეგენდარული La Masia-ს წარმომადგენლები გადახედავენ და თავიანთ არჩევანს გააკეთებენ.