მუსტაფი: “არსენალი” პრემიერ ლიგის ტიტულისთვის ბრძოლას გააგრძელებს”

ლონდონის “არსენალმა” პრემიერ ლიგის 23-ე და 24-ე ტურის შეხვედრები წააგო და მეოთხე ადგილზე ჩამოქვეითდა. მიუხედავად ამისა, გუნდის მცველი, შკოდრან მუსტაფი თვლის, რომ მათ ინგლისის ჩემპიონატის მოგების რეალური აქვთ.

“თუ ჩემპიონობისთვის ბრძოლა გვინდა. ახლა  გაცილებით დიდი ბარიერების გადალახვა მოგვიწევს. თუმცა, მე მორწმუნე ვარ და მჯერა, რომ ტიტულის მოპოვების კარგი შანსი გვაქვს. დანებებას არ ვაპირებ.”

“ბოლო ტურამდე ცდას არ დავაკლებთ. მერე კი დავინახავთ, რამდენად კარგები და იღბლიანები აღმოვჩნდებით.”

“ბოლო ორი მატჩიდან, პირველში, “უოტფორდთან” გვიან გამოვიღვიძეთ და ორი უაზრო ბურთი გავუშვით. ასევე იმედგაცრუებული ვარ “ჩელსისთან” გამართულიდაპირისპირებით. ეს სრულიად განსხვავებული თამაში იყო, რომელშიდან ისე არ დავიხარჯეთ, როგორც იყო საჭირო,” – განაცხადა გერმანელმა.

მუსტაფი: “ლუკას პერესს ყველაფერი აქვს, რაც თავდამსხმელს ესაჭიროება”

ლონდონის “არსენალის” ახალწვეულმა, შკოდრან მუსტაფიმ მისი ახალი თანაგუნდელი და საკმაოდ ნაცნობი ფეხბურთელი, ლუკას პერესი შეაქო, რომელიც აქამდე “დეპორტივო ლა კორუნას” ღირსებას იცავდა.

“მის წინააღმდეგ თამაში ძალიან რთულია. ის დიდებული ფორვარდია – მას ყველაფერი აქვს, რაც თავდამსხმელს სჭირდება.

მასთან თამაში ნამდვილად სასიამოვნოა. ლუკასი მუდამ იმის მოლოდინში არ არის, თუ როდის მისცემს ვინმე პასს, ის მცველების დახმარებასაც ცდილობს. ის ძლაიან ბევრს მუშაობს და თვითონაც ბევრ შანსს ქმნის.

ყველაფერთან ერთად, ის სწორ დროს სწორ ადგილას ჩნდება ხოლმე, რაც ესპანეთშიც დაამტკიცა, სადაც გოლების გატანა ადვილი არ არის, რადგანაც იქ საკმაოდ მაღალი დონის მცველები თამაშობენ.”