დავიდ ლუიზი ლონდონის “ჩელსიში” 2 წლის შემდეგ დაბრუნდა. ბრაზილელ მცველთან ერთად, “არისტოკრატებს” კიდევ 4 უკანახაზელი ჰყავთ: ივანოვიჩი, კეჰილი, ზუმა და გუნდის კაპიტანი, ტერი. აღსანიშნავია, რომ ანტონიო კონტე ინგლისურ კლუბს, როგორც “იუვენტუსს” და იტალიის ნაკრებს, 3-5-2 წყობით ათამაშებს და ნახსენები 5 მცველიდან მხოლოდ სამის არჩევა მოუწევს.
იტალიელმა სპეციალისტმა დავიდ ლუიზზე გააკეთა კომენტარი და დაასახელა ის პოზიცია, რომელზეც 29 წლის მცველი 3-5-2 წყობის დროს ითამაშებს.
“ვფიქრობ, ლუიზისთვის საუკეთესო პოზიცია დაცვის ცენტრშია. მას ზოგჯერ მოედნის შუაშიც უთამაშნია, მაგრამ იგი ყველაზე პროდუქტიული და სასარგებლო სწორედ ჩემს მიერ ნახსენებ პოზიციაზეა,” – განაცხადა კონტემ.