ინგლისის ასოციაციის თასზე “სპენიმურის” მეკარემ 80 მეტრიდან გაიტანა გოლი (ვიდეო)

ინგლისის ასოციაციის თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე “სპენიმური” “რადსლიფ ბოროუს” დაუპირისპირდა. შეხვედრა პირველი მათგანის გამარჯვებით, 5:3 დასრულდა. მატჩის ერთ-ერთი გამორჩეული მომენტი ის იყო, როცა “სპენიმურის” გოლკიპერმა, დენ ლოუსონმა 80 მეტრიდან შეძლო გოლის გატანა.