ლენდონ დონოვანმა კარიერა განაახლა (ვიდეო)

34 წლის ამერიკელი ნახევარმცველი ლენდონ დონოვანი ორწლიანი პაუზის შემდეგ პროფესიულ ფეხბურთში დაბრუნდა. იგი კვლავაც “ლოს ანჯელეს გალაქსის” ღირსებას დაიცავს. დონოვანი კალიფორნიულ კლუბში სეზონის ბოლომდე ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ ლენდონ დონოვანი MLS-ის არსებობის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირად და ასისტენტად (144 გოლი; 136 ასისტი) ითვლება.