დღეს პრემიერ ლიგის მეცხრამეტე ტურში “ეტიჰადზე” “მანჩესტერ სიტიმ” “ბორნმუთი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით, 4:0 გაანადგურა. ერთ-ერთი გოლი გაიტანა კუნ აგუერომ. არგენტინელმა “ეტიჰადზე” ყველა ტურნირის ეგიდით ჩატარებულ მატჩებში რიგით მეასე გოლი შეაგდო.
პეპ გვარდიოლა მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს ესაუბრა, სადაც აგუეროს მიღწევაზეც გაამახვილა ყურადღება.
“კუნი განსაკუთრებული ფეხბურთელია. ის ლეგენდაა და ძალიან ბედნიერი ვარ, როცა გოლები გააქვს. ის თავისით გადაწყვეტს საკუთარ მომავალს. მე ფეხბურთელი ვიყავი და ვიცი, რას ნიშნავს, როცა სათადარიგოთა სკამზე რჩები – ფეხბურთელები ნაწყენდებიან. თუმცა, უმეტესობა მათგანს აქვს საკმარისი შეგნება. ვცდილობ, ყველა მათგანთან კარგი ურთიერთობა მქონდეს.”
“ვფიქრობ, გაბრიელ ჟესუსი იმსახურებს თამაშს – ასევე, ბერნარდუ სილვაც და ერიკ მანგალასაც უნდა შეხვეთ საკმარისი დრო. მთავარი ისაა, რომ მათ შორის უერთიერთპატივისცემა არსებობდეს. თუ ისინი ჩემით არ არიან კმაყოფილნი, ეს პრობლემა არაა. თუმცა, მათ კარგი ურთიერთობა უნდა ჰქოდნეთ. რაც შეეხება აგუეროს, მას დიდ პატივს ვცემ. მან თავისით უნდა გადაწყვიტოს საკუთარი მომავლის საკითხი,” – აცხადებს გვარდიოლა.