დღის 5 სატრანსფერო ჭორი

სატრანსფერო ფანჯარა დასკვნით ფაზაში შედის და კლუბები გრძელი სეზონის წინ გაძლიერებას ასრულებენ. ტრადიციულად გთავაზობთ დღის სატრანსფერო ჭორებს.

იუვენტუსი ლუის ადრიანოსთვის იბრძოლებს

“იუვენტუსი” “შახტარის” ფორვარდის ლუის ადრიანოსთვის იბრძოლებს. ბრაზილიელი შემტევით კიდევ ერთი იტალიური გუნდი, “რომაა” დაინტერესებული. სარფიანი წინადადების შემთხვევაში უკრაინული კლუბი მზად არის მოთამაშე გაასხვისოს.

პორტუ აბელ ერნანდესით ინტერესდება

“პორტუს” ინტერესთა სფეროში აბელ ერნანდესი მოხვდა. “დრაკონები” ურუგვაელს ფეხბურთელს ჯექსონ მარტინესის “მილანში” გადაბარგების შემთხვევაში შეიძენენ. პორტუგალიური კლუბის კიდევ ერთი ვარიანტი “ლორიანის” შემტევი აბუბაკარია.

რეალი ნეგრედოზე ფიქრობს

მადრიდის “რეალი” “მანჩესტერ სიტის” ალვარო ნეგრედოს ტრანსფერის თაობაზე დაუკავშირდა. “სამეფო კლუბი” ნეგრედოს კარიმ ბენზემას შემცვლელად მოიაზრებს. “რეალის” გარდა შემტევის მიმართ ინტერესს “ვალენსიაც” იჩენს.

ნიუკასლი ტიოტეს 14 მილიონად აფასებს

ინგლისური “ნიუკასლი” მზად არის კოტ დივუარელი შეიკ ტიოტეს შეელიოს, თუ დაინტერესებული კლუბი 14 მილიონ ევროს გადაიხდის. გავრცელებული ხმების თანახმად, ტიოტეს გადაბირება მოსკოვის “ლოკომოტივს” სურს.

ევერტონს კიდევ ერთი ფორვარდი სურს

“ევერტონის” მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა კიდევ ერთი ფორვარდის ყიდვა არ გამორიცხა. თუმცა, ტრასნფერი მხოლოდ იმ შემთხვევაში შედგება, თუ არუნა კონე სექტემბრამდე ტრავმის მოშუშებას ვერ მოასწრებს.

“ნიუკასლის” ფეხბურთელის ლამაზი გოლი, რომელიც მსაჯმა არ ჩათვალა

12 იანვარს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ნიუკასლ იუნაიტედმა” საკუთარ მოედანზე “მანჩესტერ სიტი” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

აღნიშნულ შეხვედრაში, 34-ე წუთზე, “ნიუკასლის” ფეხბურთელმა, ტიოტემ ლამაზი გოლი გაიტანა, რომელიც მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩათვალა.