Sunday Express-ი იტყობინება, რომ ლონდონის “ჩელსი” მომავალ ზაფხულზე ანტუან გრიზმანის შეძენას აპირებს.
როგორც ირკვევა, ანტონიო კონტეს “არისტოკრატების” ხელმძღვანელობასთან უკვე ჰქონდა საუბარი ფრანგის ტრანსფერის თაობაზე. ნახსენებ წყაროს თუ დავუჯერებთ, ინგლისელები საფრანგეთის ნაკრებისა და “ატლეტიკოს” შემტევში მინიმუმ 86 მილიონი ფუნტის გადახდას აპირებენ.
გასულ ზაფხულზე პოგბაში “მაჩესტერმა” 89 მილიონი ფუნტი გადაიხადა, რაც, ჯერჯერობით, რეკორდული თანხაა. აქედან გამომდინარე, სულაც არაა გამორიცხული, რომ მომავალ ზაფხულზე ეს რეკორდი გრიზმანის ტრანსფერმა მოხსნას.