დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში მადრიდის “რეალმა” ნიქოზიის “აპოელი” მიიღო და ანგარიშთ, 3:0 სძლია. დუბლი შეასრულა კრიშტიანუ რონალდუმ, ხოლო ერთი გოლიც სერხიო რამოსმა გაიტანა.
“ბლანკოსის” კაპიტანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“თავდაპირველად, გატანა გაგვიჭირდა. სტუმრები ძალინ შებოჭილები იყვნენ და მათი ბარიერის გადალახვა გვიჭირდა. თუმცა, თანდათან დაბრკოლება დავძლიეთ და ანგარიშიც გავხსენით. შედეგთ კმაყოფილები ვართ.”
“ესპანეთის ჩემპიონატში ჩავარდნა გვქონდა, თუმცა ფეხბურთში ყველაფერი ხდება. ჩვენ ყველა დაპირისპირებას ვერ მოვიგებთ. იმედია, სვლას ასე გავაგრძელებთ.”
“ბედნიერი ვარ, რომ კრისმა დუბლის შესრულება მოახერხა. მისი მიზანი მუდამ მეტოქის კარის აღება დაგუნდისთვის სარგებლის მოატანაა. სიამოვნებაა, როცა ასეთი თანაგუნდელი გყავს!” – აცხადებს რამოსი.