“პსჟ”-მ “ანჟერსს” გადაუარა (ვიდეო)

დღეს საფრანგეთის ლიგა 1-ის 29-ე ტურის მატჩები გაიმართა.

“ანჟერსი” “პსჟ”-ს “სტეიდ რეიმონდ კოპაზე” დაუხვდა. როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა ფრანგების აბსოლუტური უპირატესობით წარიმართა. ანგარიში მე-5 წუთზე გაიხსნა: დანი ალვეშის ჩაგდება საჯარიმოში და კილიან მბაპეს ზუსტი დარტყმა – 0-1. მეორე შემთხვევაშიც ბრაზილიელი მარჯვენა მცველი მოგვევლინა ასისტენტად – მისი ზუსტი გადაცემის შემდეგ იულიან დრაქსლერმა გაიტანა. 30-ე წუთზე კილიანი საჯარიმოში შეიჭრა და ქუსლით ეფექტურად დაუტოვა ბურთი ედინსონ კავანის, რომელმაც მესამედ აიღო “ანჟერსის” კარი.

მე-60 წუთზე ისევ ურუგვაელმა გაიბრწყინა. ხოლო, 84-ე წუთზე ლუკას მოურას გადაცემის შემდეგ, მბაპემ კიდევ ერთი გაიტანა და საბოლოო ანგარიში, 5-0 დააფიქსირა. ამ გამარჯვების შემდეგ “პსჟ” 29 ქულით პირველია. “ანჟერსს” 13 ქულა აქვს და მე-13 პოზიციას იკავებს.

კავანიმ “არსენალის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში რეკორდი დაამყარა!

გუშინ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში ერთმანეთს “პსჟ” და “არსენალი” დაუპირისპირდნენ. შეხვედრა, 1-1 დასრულდა. გოლები კავანიმ და სანჩესმა გაცვალეს.

კავანიმ მისი გოლი 44-ე წამზე შეაგდო. როგორც აღმოჩნდა, პარიზული გუნდიდან ჩემპიონთა ლიგაზე არცერთ ფეხბურთელს არასდროს ამაზე ადრე გოლი არ გაუტანია. შესაბამისად, გუშინ ურუგვაელმა თავდამსხმელმა “პსჟ”-ს ახალი რეკორდი დაამყარა.