ანანიძემ “ორენბურგს” სუპერგოლი გაუტანა (ვიდეო)

რუსეთის პრემიერლიგის მე-7 ტურში მოსკოვის “სპარტაკი” “ორენბურგს” ეწვია და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა. სტუმართა მესამე გოლი ჯანო ანანიძის ანგარიშზეა, რომელიც 69-ე წუთზე გაიტანა. ქართველ ფეხბურთელს მართლაც თვალსასეირო გოლი გამოუვიდა, რომლის ამსახველ ვიდეოსაც აქვე გთავაზობთ. ანანიძემ მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და 81-ე წუთამდე ითამაშა.

რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში ჯანო ანანიძემ ოთხი მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა.

მოსკოვის “სპარტაკი” სატურნირო ცხრილს 19 ქულით ლიდერობს.