ლუჩო გონსალესი “ატლეტიკო პარანაენსეში” გადავიდა

გამოცდილი არგენტინელი ნახევარმცველი ლუჩო გონსალესი ბრაზილიურ “ატლეტიკო პარანაენსეში” გადავიდა. 35 წლის ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი 2017 წლის დეკემბრამდე გააფორმა.

შეგახსენებთ, რომ ლუჩომ გასული სეზონი “რივერ პლეიტში” გაატარა. მან გუნდის რიგებში ჩატარებულ 18 შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემაც გააკეთა.