გასკოინი რასისტული ხუმრობისთვის ათასი ფუნტით დაჯარიმდა

ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა პოლ გასკოინმა აღიარა, რომ გასულ წელს, ერთ-ერთ ტელეშოუში მისი მხრიდან ადგილი რასისტულ გამოხტომას ჰქონდა.

2015 წლის ნოემბერში ინგლისელმა საკუთარ თავს უფლება მისცა ეხუმრა უსაფრთხოების ფერადკანიან თანამშრომელზე, რომელიც სცენის ბნელ კუთხეში ვერ შეამჩნია: “გაიღიმე, თუ შეიძლება, ვინაიდან ვერ გხედავ”.

სასამართლომ გასკოინი ათასი ფუნტ სტერლინგით დააჯარიმა.

შეგახსენებთ, რომ ინგლისელი არაერთხელ გახვეულა რასისტულ სკანდალში.