თორგან აზარი “ჩელსიში” გადასვლაზე უარს ამბობს

მიუნხენგლადბახის “ბორუსიას” თავდამსხმელმა და ედენ აზარის ძმამ, თორგან აზარმა ლონდონის “ჩელსიში” გადასვლაზე უარი თქვა.

“ბორუსიასთან” კონტრაქტი იმიტომ გავაფორმე, რომ აქ თამაში მსურს. “ჩელსიზე” ფიქრიც არ მინდა. ჩემი მიზანია გერმანულ გუნდს გოლებით დავეხმარო”, – თორგან აზარის კომენტარი “ბილდმა” გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ თორგან აზარი 2012-დან 2015 წლამდე სწორედ “ჩელსის” რიგებში ირიცხებოდა. ლონდონურ გუნდს 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ ფეხბურთელის გამოსყიდვის ექსკლუზიური უფლება აქვს.

თორგან აზარმა მიმდინარე სეზონში მიუნხენგლადბახის “ბორუსიას” ფორმით ყველა ტურნირზე ერთად შვიდი მატჩი ჩაატარა, ექვსი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემაც გააკეთა. ცნობისთვის, 23 წლის ფეხბურთელსა და “ბორუსიას” შორის გაფორმებულ კონტრაქტს ვადა 2019 წლის 30 ივნისს გასდის.