ტრავმირებული დუგლას კოშტა ბრაზილიის ნაკრებში ტაისონმა ჩაანაცვლა

უკვე დადასტურდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში თავის გამოჩენის შანსი ტრავმირებული დუგლას კოშტას ნაცვლად “შახტარის” შემტევს, ტაისონს მიეცემა.

შეგახსენებთ, რომ მიუნხენის “აიერნის” შემტევმა ტრავმა ბუნდესლიგის ბოლო მატჩში მიიღო, რომელშიც ბავარიელებმა ბერლინური “ჰერტა” დაამარცხეს. შედეგად, დუგლასს მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს გამოტოვება მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ ტიტემ უკრაინულ გუნდში მოთამაშე ტაისონი ბოლო, “კოლუმბიასთან” გასამართი მატჩისთვისაც გამოიძახა (2-1), თუმცა მისთვის მოედანზე გასვლის საშუალება არ მიუცია.