შერმადინის “უნიკახა” ისევ დამარცხდა

გუშინ მალაგაში ევროლიგის შეხვედრა გაიმართა, ადგილობრივმა “უნიკახამ” კაუნასის “ჟალგირის” უმასპინძლა და ოვერტაიმში დამარცხდა.

მასპინძელთა სასტარტო ხუთეულში იყო საქართველოს ნაკრების ცენტრი გიორგი შერმადინი, რომელმაც პარკეტზე 12:52 წუთი დაჰყო. ამ პერიოდში მან 3 ქულა და 1 მოხსნა ჩაიწერა აქტივში. 6 საჯარიმოდან მან ზუსტად მხოლოდ 1 გამოიყენა. მის წინააღმდეგ წესები კი 6-ჯერ დაირღვა.

შვიდ ტურში “უნიკახასთვის” ეს მეოთხე მარცხი იყო და ამ მომენტში ისინი მე-11 ადგილზე იმყოფებიან. გიორგი შერმადინის გუნდში შემდეგ შეხვედრას მადრიდში, “რეალის” წინაარმდეგ გამართავს.

პულენის და შერმადინის წარუამტებელი სტარტი

იტალიის ჩემპიონატის პლეი ოფის გიორგი შერმადინის და ჯეიკობ პულენის გუნდებმა მარცხით დაიწყეს.

პულენის “ენელ ბრინდისი”  რეჯიო ემილიაში ადგილობრივ გუნდთან 2 ქულის სხვაობით, 76:78 წააგო. პულენმა პარკეტზე 34 წუთი გაატარა და 6 ქულა, 2 მოხსნა, 5 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა.

შერმადინის “კანტუმ” კი “უმანასთან” 79:70 წააგო. გიორგის თავის გამოსაჩენად 24 წუთი მიეცა, რა დღოშიც საქართველოს ნაკრების ცენტრმა 8ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი მოიპოვა.

მეოთხედფინალური სერიის მორიგი მატჩები 21 მაისს, ისევ ვენეციასა და რეჯიო ემილიაში გაიმართება.

შერმადინის და სანიკიძის გუნდები ერთმანეთს ევროთასის პლეი ოფში დაუპირისპირდებიან

გიორგი შერმადინის „კანტუმ“ ევროთასის J ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და მერვედფინალში ვიქტორ სანიკიძის „ხიმკის“ შეხვდება. იტალიურმა კლუბმა პლეი ოფის საგზური ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში მოიპოვა, როცა შინ ბერძნული პაოკ-ი 78:70 დაამარცხა.

კანტუელებს ჯგუფიდან გასვლაში რუსული „ხიმკიც“ დაეხმარა, რომელმაც შინ „ლიმოჟი“ დაამარცხა. საბოლოოდ „ლიმოჟს“ და „კანტუს“ თანაბარი ქულები დაუგროვდათ და პირად შეხვედრებში ასებული უპირატესობის გათვალისწინებით გამსვლელ, მეორე ადგილზე შერმადინის გუნდი გავიდა.

პაოკ-თან მატჩში შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 23:51 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა 7-დან 3 ოპრქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 8 ქულასთან ერთად შერმადინმა 4 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა, ბურთი კი 4-ჯერ დაკარგა. საუკეთესო კანტუელი დარიუს ჯონსონ-ოდომი გახდა, რომელმაც 21 ქულა მოაგროვა.

მერვედფინალში 2 მატჩი გაიმართება – სათითაო მოწინააღმდეგეთა მოედანზე. ვიქტორ სანიკიძის „უნიკს“, რომელმაც G ჯგუფში პირველი ადგილი დაუკავა, J ჯგუფის მეორეადგილოსან „კანტუსთან“ მოედნის უპირატესობა ექნება. პირველი მატჩი იტალიაში 3 მარტს გაიმართება, ხოლო საპასუხო 11 მარტს რუსეთში. ამ 2 მატჩის ჯამში გამოვლინდება მეოთხედფინალისტი.

gbf.ge

შერმადინის 12 ქულა და 100-პროცენტიანი სტატისტიკა

გიორგი შერმადინის „კანტუმ“ იტალიის ჩემპიონატში მორიგი მატჩი მოიგო. კანტუელებმა „დოლომატის“ უმასპინძლეს, 110:84გაანადგურეს და ამაში თავისი, არცთუ მოკრძალებული წვლილი ქართველმა ცენტრმაც დაიდო,

მატჩი უმნიშვნელოვანესი იყო გამომდინარე იქიდან, რომ „დოლომატი“ კანტუელთა უშუალო კონკურენტია და ამ გამარჯვებით შერმადინის გუნდმა „დოლომატის“ გადაასწრო.

ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანაშერმადინმა მოედანზე 17 წუთიდაჰყო და 12 ქულა, 1 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა.

გიორგიმ 5-ვე ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო ანუ 100%-იანი სიზუსტით ესროლაქართველმა კალათბურთელმა ბურთი ერთხელდაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღომეტოქეები კი მის წინააღმდეგ 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

კანტუელებმა 9-9 მოგებაწაგება მოაგროვეს და სერია ში მე-6 ადგილზე გადაინაცვლეს. 15 თებერვალს შერმადინის გუნდი გასვლით მატჩს „ბოლონიაში“ გამართავს.

gbf.ge

შერმადინის “ოლიმპიაკოსმა” ფინალური სერია გაათანაბრა

გიორგი შერმადინის “ოლიმპიაკოსმა” საბერძნეთის ჩემპიონატის ფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა. საწყის მატჩში დასანანი წაგების (56:59) შემდეგ პირეოსელებმა ათენური გრანდი გაანადგურეს. საკუთრ დარბაზში გამართულ მატჩში “ოლიმპიაკოსმა” 89:64დაამარცხა “პანა” და სერიაში საერთო ანგარიში 1:1 გახდა.

ქართველმა ცენტრმა, რომელსაც სერიის პირველ შეხვედრაში არ უთამაშია, ამჯერად მოედანზე 4:21 წუთით გამოჩნდა. შერმადინმა 1-დან 1 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. 3 ქულასთან ერთად გიორგის 1 მოხსნა ჰქონდა. საუკეთესო შედეგი გეორგიოს პრინტეზისმა აჩვენა, რომელმაც 18 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა.

სერიაში მოედნის უპირატესობა “პანათინაიკოსს” აქვს, რომელმაც რეგულარულ ჩემპიონატშ “ოლიმპიაკოსს” 1 ქულით აჯობა. მომდევნო შეხვედრა ათენშ, 29 მაისს გაიმართება.

gbf.ge

“ოლიმპიაკოსმა” “რეალი” შერმადინის დაუხმარებლად დაამარცხა და სერია გაახანგრძლივა

პირეოსის “ოლიმპიაკოსმა” ევროლიგის მეოთხედფინალური სერიის მე-3 მატჩი დრამატულ ბრძოლაში – 78:76 მოუგო მადრიდის “რეალს” და ჩამორჩენა შეამცირა – 1:2. სერიის მომდევნო მატჩი 23 აპრილს კვლავ საბერძნეთში გაიმართება და თუკი მასპინძლები კვლავ იმარჯვებენ, მე-5, გადამწყვეტი შეხვედრა მადრიდში ჩატარდება.

სამწუხარო ისაა, რომ აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია გიორგი შერმადინს. საქართველოს ნაკრების ცენტრი განაცხადში და სპორტულ ფორმაში იყო, თუმცა მწვრთნელს ის მოედანზე არ შეუყვანია.

მატჩი კი მართლაც საინტერესო გამოვიდა. მასპინძლები მთელი თამაშის განმავლობაში იგებდნენ, თუმცა ბოლო წუთზე ჩამორჩნენ და რომ არა გიორგიოს პრინტეზისის სამქულიანი, ასევე მადრიდელების მიერ აცილებული საჯარიმოები, ევროლიგის დასატოვებლად განწირულები იყვნენ.

სერხიო როდრიგესმა და რუდი ფერნანდესმაბოლო წამებზე უმნიშვნელოვანესი საჯარიმოები ააცილეს, რამაც “ოლიმპიაკოსს” გამარჯვება მოუტანა და სერია მინიმუმ 1 მატჩით გახანგრძლივდა. პირეოსელებს 21 ქულით ბრაიანტ დანსტონმა ულიდერა, ვასილის სპანულისმა კი მასპინძლებს 17 ქულა შეაწია.

gbf.ge

შერმადინის სასტარტო და “ოლიმპიაკოსის” მნიშვნელოვანი გამარჯვება მალაგაში

მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა ევროლიგის ტოპ-16-ის E ჯგუფში მოასპარეზე გიორგი შერმადინის “ოლიმპიაკოსმა”. პირეოსული გუნდი ესპანეთში “უნიკახას” შეხვდა და ყველასთვის მოულოდნელი, იოლი გამარჯვება მიითვალა – 80:63.

არადა, მალაგური გუნდი ჯგუფიდან გასვლისთვის იბრძვის და ამ შეხვედრამდე “ოლიმპიაკოსის” მსგავსად 5 გამარჯვება ჰქონდა, მაგრამ შერმადინის გუნდმა მასპინძებს შანსი არ დაუტოვა.

შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და საკმაოდ ბევრი – 18 წუთი ითამაშა, თუმცა ჩვეული შედეგიანობა არ გამოავლინა. ქართველმა ცენტრმა 4-დან 2 ორქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, თავი 6 ქულას მოუყარა და ამას 2 პასი და 1 მოხსნა მოაყოლა. პირეოსელებს ვასილის სპანულისმა 20 ქულით ულიდერა, მეთიუ ლოიესკიმ კი მასპინძლებს 18 ქულა ჩაუგდო.

6 მოგებითა და 6 წაგებით “ოლიმპიაკოსი” ჯგუფში მე-4 ადგილზეა. მომდევნო ტურში, 4 აპრილს, “ოლიმპიაკოსი” სტამბოლში “ეფესს” შეხვდება, ბოლო ტურში კი “პანათინაიკოსს” უმასპინძებს. ჯგუფიდან გასვლა-არგასვლის საკითხიც ამ მატჩების შემდეგ გადაწყდება.

gbf.ge

შერმადინის შედეგიანი რედებიუტი “ოლიმპიაკოსში”: 12 წუთი, 9 ქულა, 6 მოხსნა

გიორგი შერმადინის რედებიუტი ბერძნულ “ოლიმპიაკოსში” შედეგიანი გამოდგა. ეს თავად მოთამაშესთვის, თორემ პირეოსელებმა დასანანი საშინაო მარცხი იწვნიეს – იტალიურმა “ემპორიო არმანიმ” დაძაბულ ბრძოლაში, ბოლო წამებზე 2-ქულიანი გამარჯვება მოიპოვა – 88:86.

შერმადინს რაც შეეხება, ქართველი ცენტრი საკმაოდ შედეგიანი იყო. მიუხედავად იმისა, რომ გიორგის მხოლოდ 11:52 წუთი დაუთმეს, მან 9 ქულის და 6 მოხსნის მოგროვება მოახერხა. შერმადინმა 2-დან 2 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. პასი, ჩაჭრა და დაფარება შერმადინს არ ჰქონია და არც ბურთი დაუკარგავს.

ქართველი ცენტრის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 15 შეადგინა და ეს შედეგი ოლიმპიაკოსელთაგან მეოთხეა გეორგიოს პრინტეზისის (16 ქულა, 9 მოხსნა), სტრატოს პერპეროღლუს (22 ქულა) და ბრაიან დანსტონის (11 ქულა, 4 დაფარება) შემდეგ.

ევროლიგა ტოპ-16-ის ეტაპზეა, სადაც 16 გუნდი 2 ჯგუფშია განაწილებული და პლეი ოფის 8 საგზურისთვის იბრძვის. თითო ჯგუფიდან მეოთხედფინალში 4-4 საუკეთესო გავა. სულ გასამართია 14 ტური, “ოლიმპიაკოსი” კი 4 მოგებით და 5 მარცხით მე-5 ადგილზეა. მომდევნო ტურში, 13 მარტს, პირეოსელები ჯგუფის ლიდერ “ბარსელობას” კატალონიაში შეხვდებიან.

gbf.ge

სანიკიძის და შერმადინის შედეგიანმა თამაშმა “სარაგოსას” “ვალენსია” დაამარცხებინა

ქართველი კალათბურთელების მორიგი წარმატება ესპანეთში. გიორგი შერმადინისა და ვიქტორ სანიკიძეს დიდი თანამონაწილეობით “სარაგოსამ” ესპანური პრიმერადივიზიონის ერთ-ერთი ლიდერი, “მადრიდის რეალის” შემდეგ მეორე ადგილზე მყოფი “ვალენსია” დაამარცხა. სარაგოსელებმა სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარეს და დაძაბულ ბრძოლაში ვალენსიელებს 95:89 მოუგეს.

სარაგოსელთაგან საუკეთესო ვიქტორ სანიკიძე გახლდათ, გიორგი შერმადინმა კი საერთო სარგებლიანობის თვალსაზრისით სანიკიძის შემდეგ მეორე შედეგი აჩვენა. ორივე ქართველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და როგორც ხშირად ხდება, მათ თითქმის თანაბარი დროით ითამაშეს.

გიორგი შერმადინმა მოედანზე 26,11 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა 10-დან 7 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. ჯამში მოპოვებულ 18 ქულას 4 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაყოლა. შერმადინის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 19 შეადგინა და ასეთივე შედეგი ჰქონდა მის თანაგუნდელ დამიენ რუდეჟს, რომელმაც 26 წუთში ასევე 18 ქულა დააგროვა.

საუკეთესო შედეგი კი სანიკიძემ დააფიქსირა, რომელმაც 25,47 წუთში 16 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. ვიქტორმა 6-დან 5 ორქულიანი და 8-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. რაც შეეხებათ ვალენსიელებს, საუკეთესო 23 ქულითა და 7 მოხსნით პაუ რიბასი გახდა.

20 მატჩიდან 12 მოგებით “სარაგოსა” მე-6 ადგილზეა და მის წინ 2 მოგებით მეტის მქონე “ბარსელონაა”. მომდევნო ტურში, 2 მარტს, “სარაგოსა” სტუმრად “ფუენლაბრადას” ეთამაშება.

gbf.ge

შერმადინი ტრავმის გამო “სარაგოსას” ტენერიფეში მოგებულ მატჩში ვერ დაეხმარა

არაგონულმა “სარაგოსამ” ესპანეთის პრიმერადივიზიონში გასვლითი გამარჯვება მოიპოვა. სარაგოსელებმა დიდი ბრძოლა გადაიტანეს კუნძულ ტენერიფეში, სადაც ადგილობრივი”იბეროსტარი” 78:75 დაამარცხეს.

ეს იყო მატჩი, რომელშიც ქართველების წილი მინიმალურია. გიორგი შერმდინმა ვერ ითამაშა, ვიქტორ სანიკიძემ კი შეხვედრა უქულოდ დაასრულა. შერმადინს ტენერიფეში გამგზავრებამდე მცირე ტრავმის გამო არ უვარჯიშია და სარაგოსაში დარჩა.

 

სანიკიძე სასტარტო ხუთეულში იყო, მაგრამ მოედანზე მხოლოდ 12,21 წუთი გაატარა. ქართველმა ფორვარდმა 3 ორქლიანი და 1 სამიანი ააცილა. მის ანგარიშზე 3 მოხსნა, ამდენივე პასი და 1 ჩაჭრა იყო. შერმადინის შემცვლელმა ჰენკ ნორელმა 16 წუთში 8 ქულა და 4 მოხსნა დააგროვა. რაც შეეხება ბომბარდირს, 16 ქულით თავი გამთამაშებელმა პედრო ლომპარტმა გამოიჩინა.

11 მოგებითა და 8 წაგებით “სარაგოსა” მე-6 ადგილზეა და მომდევნო ტურში, 23 თებერვალს, “ვალენსიას” მასპინძლობს. გასულ ტურში მარცხი განიცადა ბექა ბურჯანაძის “კახასოლმა”, რომელიც მალაგაში “უნიკახასთან” უშანსოდ იყო – 76:89. ქართველმა ფორვარდმა 1,17 წუთი ითამაშა და ვერაფრის გაკეთება ვერ მოასწრო.

 GBF.GE

შერმდინისა და სანიკიძის “სარაგოსამ” ევროთასის მატჩი ზაგრებში მოიგო

გიორგი შერმადინისა და ვიქტორ სანიკიძის “სარაგოსამ” ევროთასზე მნიშვნელოვინი გამარჯვება მოიპოვა, რითაც ჯგუფიდან გასვლის შანსი შეინარჩუნა. სარაგოსელებს ზაგრებში ხორვატულ “ცედევიტასთან” რომ წაეგოთ გასვლის შანს კარგავდნენ, თუმცა დაძაბული შეხვედრა 77:74 მოიგეს.

გიორგი შერმადინმა სასტარტო ხუთეულში, 22,21 წუთი ითამაშა და 10 ქულა, 6 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა. ქართველმა ცენტრმა 8-დან 4 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. რაც შეეხება სანიკიძეს, ის ხუთეულში არ ყოფილა და მოედანზეც მხოლოდ 13.15 წუთი გაატარა. სანიკიძემ შექვედრა უქულოდ, 2 მოხსნით დაასრულა.

“სარაგოსას” 2 მოგება და 3 წაგება აქვს და გავა თუ არა ჯგუფიდან, ბოლო ტურში გაირკვევა. ქართველების გუნდი 19თებერვალს თურქულ “ბეშიქთაშს” უმასპინძლებს, თუმცა არანაკლებ დამოკიდებული იქნებ ჯგუფინ მეორე შეხვედრის შედეგზე, რომელშიც “ლიეტუვის რიტასი” “ცედევიტას” უმასპინძლებს.

ლიეტუვის რიტასი

3

2

416

418

-2

ბეშიქთაში

3

2

362

375

-13

ცედევიტა

2

3

359

354

5

სარაგოსა

2

3

376

366

10

gbf.ge

ფიბა-ევროპას ვებ-გვერდი სანიკიძის შესახებ წერს

გასულ კვირაში ქართველების წინამძღოლობით “სარაგოსა” ესპანეთის თასის ნახევარფინალში გავიდა. სარაგოსელები რომ თასის გათამაშებაში მოხვდნენ, ესეც ქართველების დამსახურება იყო, რომელთა შედეგიანი თამაშით არაგონული გუნდი პრიმერადივიზიონის საუკეთესო 8 გუნდში მოხვდა. ესპანეთის ქალაქ მალაგაში ჩემპიონატის საუკეთესო 8 გუნდი შეგროვდა, რომლებიც მეოთხედფინალში დაწყვილდნენ. “სარაგოსამ” პირველ რაუნდში მასპინძელთა გუნდი “უნიკახა” დაამარცხა. ამ ფაქტს გამოეხმაურა ფიბა-ევროპის ოფიციალური ვებ-გვერდი, რომელმაც “სარაგოსას” ერთ-ერთ ლიდერ ვიქტორ სანიკიძეზე სტატია გამოაქვეყნა. გთვაზობთ აღნიშნული სტატიის თარგმანს, რომელიც შემდეგნაირადაა დასათაურებული:

ქართული კავშირი სარაგოსაში

იტალიურ “სიენასა” და “ვირტუსში” გატარებული რამდენიმე სეზონის შემდეგ, სანიკიძე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა. ქართველი ფორვარდი “სარაგოსას” ღირსებას წარმატებულად იცავს როგორც ესპანეთის პრიმერადივიზიონში, ისე ევროთასის გათამაშებაში.

სანიკიძე ესპანეთში 2006 წელს თამაშობდა, როცა ისტორიული გუნდის, მადრიდის “ესტუდიანტესის” ღირსებას იცავდა, თუმცა სამეფო თასზე ასპარეზობის უფლება მხოლოდ წლეულს, “სარაგოსაში” მიეცა.

“ეხლა სულ სხვა გამოცდილებით ვთამაშობ ესპანეთში. ნამდვილად არ მოველოდი , თუკი თასზე თამაში ემოციურად ასე დატვირთული იქნებოდა. იტალიაში თასზე თამაშზე ასეთი მუხტი არ ჰქონია” – ამბობს სანიკიძე – ძალიან გახარებული ვარ, რომ მომიწია ესპანეთის სამეფო თასზე თამაში. განსაკუთრებით იმიტომ, რომ ნახევარფინალში გავედით, რასაც არავინ არ ელოდა”.

“სარაგოსამ” მეოთხედფინალში 79:74 დაამარცხა თასის გათამაშების მასპინძელი “უნიკახა”. ამ მატჩში სანიკიძემ 12 ქულადა 8 მოხსნა მიითვალა. სარაგოსელები ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც მომავალ ჩემპიონ “რეალთან” დამარცხდნენ.

“რეალის წინააღმდეგ თამაში ჩენთვის ძალიან რთული გამოდგა – იხსენებს სანიკიძე – ესაა ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი, რომელსაც არაერთი უმაღლესი კლასის მოთამაშე ჰყავს. ყველაფერ ამის გათვალისწინებით მადრიდელების წინააღმდეგ თამაში არ გამოგვივიდა”.

ათლეტური აღნაგობის ქართველი, რომელსაც ერთნაირი წარმატებით შეუძლია როგორც მძიმე, ისე მსუბუქი ფორვარდის პოზიციაზე თამაში, ასევე აქვს მოხნის, შორი და ახლო სროლების, დაფარებების და სწრაფი გარღვევების ალღო, აპრილში 28 წლის ხდება.

ამბობენ, რომ სანიკიძე ახლა კარიერის პიკშია, რაზეც მოთამაშე გვპასუხობს:

“არ ვიცი, ძნელი სათქმელია. მხოლოდ იმას ვცდილობ, გავიღო ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი, რათა ჩვენმა გუნდმა სეზონში მაქსიმუმს მიაღწიოს. ვნახოთ, რამდენად კარგ შედეგებს ვაჩვენებთ. ახლა მხოლოდ ამაზე ვფიქრობ. თუკი შედეგებს მივაღწევთ და ამაში ჩემი წვლილიც იქნება, მაგ კითხვაზე მერე გიპასუხებთ.

სანიკიძე არ იშურებს სანაქებო სიტყვებს “სარაგოსას” მეორე ქართველ კალათბურთელ გიორგი შერმადინზე, რომელიც მიმდინარე სეზონში მაღალ დონეზე თამაშობს.

“ის შესნიშნავად თამაშობს და გუნდისთვის უდიდეს სამუშაოს ასრულებს. მას ადრე არ უწევდა საკმარისი დროით თამაში, ახლა კი მოედანზე საშუალოდ 25 წუთს ატარებს და ესაა, რაც მას ყველაზე მეტად სჭირდება. დარწმუნებული ვარ, მას დიდი მომავალი აქვს”

gbf.ge