გვარდიოლამ კომპანის შემცვლელს მიაგნო და 50 მილიონ ფუნტსაც ჩამოდის

ვინსენტ კომპანი, ოთხ თვიანი ტრავმის შემდეგ, სულ ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა ფეხბურთს. იგი ნელ-ნელა სასურველ ფორმაშიც შედიოდა, მაგრამ ორი დღის წინ, ინგლისის ლიგის თასზე, “სუონსისთან” გამართულ შეხვედრაში”, ისევ ტრავმა მიიღო.

გამომდინარე იქიდან, რომ 30 წლის მოთამაშეს არც ისე პატარა ასაკი აქვს და თან ტრავმებს მოუხშირა, “სიტის” დამრიგებელმა, პეპ გვარდიოლამ ბელგიელის შემცვლელის ძებნა დაიწყო. The Sun-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ კატალონიელი სპეციალისტი სერიოზულად არის დაინტერესებული ლეონარდო ბონუჩის შეძენით. მანჩესტერელები მომავალ ზაფხულს “იუვენტუსისა” და იტალიის ნაკრების დაცვის ბურჯის სანაცვლოდ 50 მილიონი ფუნტის გადახდას აპირებენ.

ლეონარდო ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა “ბებერ ქალბატონში” და იტალიელები მას ადვილად არ დათმობენ. თუმცა , უნდა თქვას, რომ ნახსენები თანხაც საკმაოდ “მსუყეა”.

დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები მომავალ ზაფხულზე.