ინგლისური “ბარნლის” ფორვარდი, ანდრე გრეი 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციით იქნა დასჯილი, სოციალურ ქსელში ჰომოფობიური პოსტების გამოქვეყნების გამო.
2012 წელს მის მიერ გამოქვეყნებული პოსტები მას შემდეგ გახდა პოპულარული, რაც მან “ლივერპულთან” მოგებულ მატჩში გოლის გატანა მოახერხა (2-0). მის ერთ ერთ ტვიტში ვკითხულობთ :”მე მეჩვენება, თუ მართლა გეები არიან ყველგან? #დაწვით #მოკვდით #ცუდადმხდის”.
თავისმხრივ, გრეიმ ამ სიტუაციიდან თავის გამოძვრენა მობოდიშებით სცადა. მისი თქმით, ის ახლა სრულიად განსხვაევებული პიროვნებაა.
გრეი, რომელიც გასულ სეზონში გუნდის საუკეთესო ბომბარდირი იყო, პრემიერ ლიგაში “ბარნლის” შემდეგ კლუბებთან დაპირისპირებაში ვერ დაეხმარება: “უოტფორდი”, “არსენალი”, “ევერტონი” და “საუთჰემპტონი”.