შერმადინის და სანიკიძის გუნდები ერთმანეთს ევროთასის პლეი ოფში დაუპირისპირდებიან

გიორგი შერმადინის „კანტუმ“ ევროთასის J ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და მერვედფინალში ვიქტორ სანიკიძის „ხიმკის“ შეხვდება. იტალიურმა კლუბმა პლეი ოფის საგზური ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში მოიპოვა, როცა შინ ბერძნული პაოკ-ი 78:70 დაამარცხა.

კანტუელებს ჯგუფიდან გასვლაში რუსული „ხიმკიც“ დაეხმარა, რომელმაც შინ „ლიმოჟი“ დაამარცხა. საბოლოოდ „ლიმოჟს“ და „კანტუს“ თანაბარი ქულები დაუგროვდათ და პირად შეხვედრებში ასებული უპირატესობის გათვალისწინებით გამსვლელ, მეორე ადგილზე შერმადინის გუნდი გავიდა.

პაოკ-თან მატჩში შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 23:51 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა 7-დან 3 ოპრქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 8 ქულასთან ერთად შერმადინმა 4 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა, ბურთი კი 4-ჯერ დაკარგა. საუკეთესო კანტუელი დარიუს ჯონსონ-ოდომი გახდა, რომელმაც 21 ქულა მოაგროვა.

მერვედფინალში 2 მატჩი გაიმართება – სათითაო მოწინააღმდეგეთა მოედანზე. ვიქტორ სანიკიძის „უნიკს“, რომელმაც G ჯგუფში პირველი ადგილი დაუკავა, J ჯგუფის მეორეადგილოსან „კანტუსთან“ მოედნის უპირატესობა ექნება. პირველი მატჩი იტალიაში 3 მარტს გაიმართება, ხოლო საპასუხო 11 მარტს რუსეთში. ამ 2 მატჩის ჯამში გამოვლინდება მეოთხედფინალისტი.

gbf.ge

სანიკიძის “უნიკსის” პირველიგამარჯვება ევროლიგაში

მთავარი მწვრთნელის შეცვლა ვიქტორ სანიკიძის გუნდზე დადებითად აისახა. არგირის დეპულაკისის ნაცვლად „უნიკსის“ თავკაცად დანიშნულმა ევგენი პაშუტინმა გუნდს ევროლიგაში პირველი გამარჯვება მოუტანა.

„უნიკსმა“ ყაზანში „ეფესს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 67:64 დაამარცხა. რუსული კლუბი ბოლო მეოთხედის წინ 10 ქულით აგებდა, თუმცა დასკვნით პერიოდში შესანიშნავად ითამაშა და გამარჯვებას მიაღწია. „ეფესისთვის“ 4 გამარჯვების შემდეგ ეს პირველი მარცხი იყო ევროლოგის მიმდინარე გათამაშებაში.

ქართველი ფორვარდი მოედანზე მხოლოდ 4:38 წუთით გამოჩნდა და რაც ამ მცირე დროში მოასწრო, 2 მოხსნის მითვლაა. სანიკიძემ თითო სამიანი და ორიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 პერსონალური ჯარიმა მიიღო.

ამ გამარჯვებით „უნიკსი“ ჯგუფის ბოლო ადგილს მოსწყდა. უფრო სწორად, ახლა ბოლო ადგილს „უნიკსთან“ ერთად იტალიური „დინამო სასარი“ იყოფენ.

 gbf.ge

ესპანეთში პლეი ოფის მეტოქეები დაწყვილდნენ

ესპანეთის რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა. ბოლო, 34-ე ტურში, ქართველი კალათბურთელებისგუნდებმა წაგეს და პლეი ფში ბოლო ადგილებიდან გავიდნენ. ბექა ბურჯნაძის “კახასოლმა” მე-7 ადგილი დაიკავა, ხოლო ვიქტორ სანიკიძის “სარაგოსამ” – მე-8.

სარაგოსელები ერთერთ აუტსაიდერ “მურსიას” ესტუმრნენ და 82:90 წააგესსანიკიძესასტარტო ხუთეულში იყო და 20:47 წუთში 6 ქულა, 2 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა.ვიქტორმა 3-დან 2 ორქულიანი და 5-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა,ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 4-ჯერდაჯარიმდნენ.

“სარაგოსამ” რეგულარული ჩემპიონატი 18 მოგება-16 წაგებით დაასრულა. ზუსტად ასეთი შეფარდება ჰქონდა ბურჯანაძის “კახასოლსაც”, რომელიც ბოლო ტურში სტუმრად “ბარსელონას” შეხვდა და 70:88 წააგო.

ქართველი ფორვარდი მოედანზე ზუსტად 07:00 წუთი გამოჩნდა და 1 ქულა, 4 მოხსნა და 1ჩაჭრა მოაგროვაბურჯანაძემ თამაშიდან ოთხივე ტყორცნა (3 ორქულიანი და სამქულიანი)ააცილა და მის წინააღმდეგ 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

ასე და ამგვარად, “კახასოლი” მეოთხედფინალში მეორეზე გასულ “ვალენსიას” შეხვდება, ხოლო “სარაგოსა” პირვლადგილოსან მადრიდის “რეალს”.

gbf.ge

საკინიძის 13 ქულა “ვალიადოლიდთან” მოგებულ შეხვედრაში

ესპანეთის უმაღლესი დივიზიონის მორიგ ტურში ვიქტორ სანიკიძის “სარაგოსამ” სტუმრად აუტსაიდერი დაამარცხა, ბექა ბურჯანაძის “კახასოლმა” კი ერთ-ერთ ლიდერთან წააგო.

სარგოსელები სტურმად “ვალიადოლიდს” ეთამაშნენ, რომელსაც სეზონში მხოლოდ 3 გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული. სანიკიძის გუნდმა აუტსაიდერს შანსი არ დაუტოვა და 96:68 დაამარცხა.

 ქართველმა ფორვარდმა 25 წუთში 13 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 2 დაფარება მიითვალა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა. ვიქტრორმა 2-დან 1 ორქულიანი, 3-დან 2 სამიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩაგდო. 25 ქულით სარაგოსელთაგან საუკეთესო დამიენ რუდეჟი გახდა, ხოლო მიხაელ როლმა 21 ქულა მიითვალა.

რაც შეეხება “კახასოლს”, სევილიელები მეორე ადგილზე მყოფ “ვალესნიას” შეხვდნენ და 93:104დამარცხდნენ. ბურჯანაძემ 3 წუთი ითამაშა და 1 მოხსნა მიითვალა, 1 სამიანი კი ააცილა.

ამ ტურმა “სარაგოსა” და “კახასოლი” ცხრილში ერთმანეთს დააშორა. 18 მოგება-14 წაგებით სანიკიძის გუნდი 6 ადგილზეა, ხოლო “კახასოლს” 17 მოგება და 15 მარცხი აქვს და მე-8-ზე იმყოფება. რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურია დარჩენილი, პლეი ოფში კი საუკეთესო 8 უნდი გადის.

მომდევნო ტურში, 17 მაისს, “კახასოლი” “ხუვენტუდს” უმასპინძლებს, “სარაგოსა” კი 18-ში “ლაბორალ კუტხას” მიიღებს.

gbf.ge

სანიკიძის და ბურჯანაძის გუნდები 11-11 ქულით დამარცხდნენ

ესპანეთის პრიმერადივიზიონის მორიგ ტურში ვიქტორ სანიკიძის „სარაგოსაც“ დამარცხდა და ბექა ბურჯანაძის „კახასოლიც“. სანიკიძე დიდად არ გამორჩეულა, ბურჯანაძეს კი თამაშში ჩართვამ არ მოუწია.

„სარაგოსა“ სან სებასტიანში „გიპუზკოას“ შეხვდა და 11 ქულის სხვაობით – 62:73 წააგო. სანიკიძემ სასტარტო ხუთულში ითამაშა და 23:35 წუთში 4 ქულა, 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა, პასივში კი 4 დაკარგვა ჰქონდა. ვიქტორმა 2-დან 1 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

სარაგოსელთაგან საუკეთსო ჯოზეფ ჯონსი გახლდათ, თუმცა მისმა 23-მა ქულამ სარაგოსელებს ვერ უშველა. სარაგოსელთა მსგავსად, „კახასოლმაც“ 11 ქულით წააგო. სევილიელებმა „ესტუდიანტესს“ უმასპინძლეს და შეხვედრა 71:82 დათმეს. ბურჯანაძე სათადარიგო იყო, მაგრამ თამაშში არ ჩართულა.

„კახასოლი“ და „სარაგოსა“ ცხრილში დამეზობლდნენ. 16 მოგებითა და 13 მარცხით სანიკიძის გუნდი მე-7 ადგილზეა, ხოლო 15 მოგებისა და 14 მარცხის მქონე „კახასოლი“ მე-8-ზე იმყოფება.

მომდევნო ტურში, 3 მაისს, „კახასოლი“ „ტენერიფეს“ უმასპინძლებს, ხოლო მეორე დღეს „სარაგოსა“ მადრიდში „რეალს“ დაუპირისპირდება.

gbf.ge

ვიქტორ სანიკიძემ “სარაგოსას” “ბარსელონა” დაამარცხებინა

ვიქტორ სანიკიძემ ევროპის გრანდ “ბარსელონასთან” მატჩში გაიბრწყინა და რაც მთავარია, მისი გარჯა დაფასდა. “სარაგოსამ” კატალონიური გრანდი ესპანეთის პრიმერადივიზიონის მორიგ ტურში 85:79 დაამარცხა.

სანიკიძეს 28 წუთი დასჭირდა საიმისოდ, რომ მატჩის მონაწილეთა შორის საუკეთესო შედეგი დაეფიქსირებინა. ქართველმა ფორვარდმა 5-დან 5 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მთლიანობაში დაგროვებულ 15 ქულას სანიკიძემ 8 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაყოლა, ბურთი კი 3-ჯერ დაკარგა.

ქართელი ლეგიონერის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 24 ერთეული შეადგინა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი გახლდათ. სანიკიძეს დიდად დაეხმარა თანაგუნდელი ჯონათან ტაბუ, რომელმაც 19 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი მიითვალა.

“ბარსელონაში” 15 ქულითა და 8 მოხსნით ანტე ტომიჩი გამოირჩა, 14 ქულა ჰქონდა მარჩელო ჰუერტასს, ბოსტიან ნახბარმა კი 11 ქულა მიითვალა. ესპანეთის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, ხუან კარლოს ნავარომ კატალონიელთათვის 8 ქულა და 6 პასი გაიღო, რაც გასამარჯვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.

ამ გამარჯვებით სარაგოსელები დაეწივნენ მე-5 ადგიზე მყოფ “გრან კანარიას”, რომელთანაც ამ ტურის მერე აღნიშნულ ადგილს იყოფენ. სანიკიძის გუნდს და კანარიელებს 16 მოგება და 10 მარცხი აქვთ.

მეორე ესპანურ გრანდ “რეალს” შეხვდა ბექა ბურჯანაძის “კახასოლი”, რომელმაც მადრიდში მასპინძლებს დიდი წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა საბოლოოდ მაინც დამარცხდა – 75:81. 19 წლის ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 2:36 წუთი გაატარა და 3 ქულა მოიპოვა. ბექამ ორქულიანი და მას მოყოლილი საჯარიმო ჩააგდო.

სევილიელებს 13 მოგება და ამდენივე მარცხი აქვთ და პრიმერადივიზიონში მე-9 ადგილზე იმყოფებიან. მომდევნო ტურში, 12 აპრილს, “კახასოლი” “გრან კანარიას” უმასპინძლებს, “სანიკიძის” “სარაგოსა” კი სტუმრად “ხუვენტუდს” შეხვდება.

gbf.ge

ბურჯანაძის “კახასოლმა” სანიკიძის “სარაგოსა” დაამარცხა

ესპანეთის უმაღლეს ლიგაში მოთამაშე 2 ქართველის გუნდი გასულ ტურში ერთმანეთს შეხვდა. ბექა ბურჯანაძის “კახასოლმა” ვიქტორ სანიკიძის “სარაგოსას” უმასპინძლა და იოლი გამარჯვება მოიპოვა – 79:59.

20 წლის ბექა ბურჯანაძეს კახასოლელთა შემადგენლობაში არ უთამაშია, თუმცა მატჩის განაცხადში ირიცხებოდა. სანიკიძეს რაც შეეხება, ის სარაგოსელთა სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 17:37 წუთი გაატარა. ვიქტორმა 4-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. ქართველმა ფორვარდმა მთლიანობაში 6 ქულა, 5 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 პასი მიითვალა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა.

15 მოგებითა და 10 მარცხით “სარაგოსა” მე-6 ადგილზე რჩება, ხოლო “კახასოლს” 25-დან13 მოგება აქვს და მე-8-ზე იმყოფება. მომდევნო ტურში, 6 აპრილს, ორივე ქართველის გუნდი გრანდს ეთამაშება: “კახასოლი” “რეალს” უმასპინძლებს, “სარაგოსა” კი “ბარსელონას” დაუპირისპირდება.

gbf.ge

სანიკიძის 11 ქულა და საშინაო მარცხი პრინციპულ მეტოქესთან

ესპანეთის პრიმერადივიზიონში პრინციპული მატჩი წააგო ვიქტორ სანიკიძის “სარაგოსამ”. აღმავლობის გზაზე მდგარი არაგონული გუნდი 2 კვირის წინ გიორგი შერმადინმა დატოვა, რომლის პოზიცია ჰოლანდიელმა ცენტრმა ჰენკ ნორელმა დაიკავა. ჰოლანდიელს ცუდად არ უთამაშია, თუმცა “სარაგოსამ” შინ ცხრილში ერთი საფეხურით მაღლა მყოფ კანარიულ “ჰერბალაიფთან” 77:82 წააგო.

სანიკიძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 27:37 წუთი გაატარა. ქართველმა ფორვარდმა 4-დან 2 ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. ვიქტორმა მთლიანობაში მოგროვებულ 11 ქულას 2 მოხსნა, 2 პასი, 4 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაყოლა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა.

ცენტრის პოზიციაზე გამწესებულმა ჰენკ ნორელმა 24 წუთში 15 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი დააგროვა, რითაც მატჩის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. სანიკიძესა და ნორელს შორის შედეგიანობით 17 ქულის მომგროვებელი იონ სტეფანსონია. კანარიელთაგან ბენ ჰანსბრო (14 ქულა) და ესპანეთის ნაკრების წევრი ხავი რეი (13) გამოირჩნენ.

13 მოგებითა და 9 წაგებით “სარაგოსა” მე-6 ადგილზე რჩება. ამ პოზიციაზე სანიკიძის გუნდი მყარადაა – 2 ქულით უსწრებს “ლაბორალს” და ამდენივეთი ჩამორჩება “გრან კანარიას”. მომდევნო ტურში – 16 მარტს, “სარაგოსა” “მონბუსს”უმასპინძლებს.

რაც შეეხება სევილიურ “კახასოლს”, რომლის ღირსებასაც ბექა ბურჯანაძე იცავს, გუნდმა საამაყო გამარჯვება მოიპოვა ბილბაოში – 82:79. სამწუხაროდ, ქართველი ფორვარდი მხოლოდ განაცხადში ყოფნას დასჯერდა და მოედანზე არ გასულა.

gbf.ge

“სარაგოსამ” მადრიდში იმარჯვა – სანიკიძე საუკეთსოა

ესპანურ “სარაგოსაში” თანამემამულის გარეშე დარჩენილი ვიქტორ სანიკიძე წარმატებით ასპარეზობს. გიორგი შერმადინის ბერძნულ “ოლიმპიაკოსში” გაშვების შემდეგ სარაგოსელებმა პირველი მატჩი გამართეს და მათთან დარჩენილი მეორე ქართველის დიდი თანამონაწილეობით გასვლითი გამარჯვება მოიპოვეს.

“სარაგოსა” ესპანეთის დედაქალაქში “ფუენლაბრადას” დაუპირისპირდა და 9 ქულის სხვაობით – 81:72 დაამარცხა. სარაგოსელთაგან საუკეთესო შედეგი სანიკიძემ დააფისირა. მან ყველაზე მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი (20) გაიფორმა.

ქართველმა ფორვარდმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და სარაგოსელთა შორის მოედანზე ყველაზე მეტ ხანს დაჰყო. 31,31 წუთში სანიკიძემ 4-დან 3ორქულიანი, 5-დან 2 სამიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. 13 ქულიასთან ერთად ვიქტორმა 7 მოხსნა და 3 პასიც მოიაგროვა დადამსახურებულად გახდა საუკეთესო.

“სარაგოსაში” სანიკიძის მსგავსად, 13 ქულა კიდევ 2-მა კალათბურთელმა – მაიკლ როლმა და იონ სტეფანსომა მოაგროვეს, ხოლო 14 ქულით ბომბრდირი შერმადინის შემცვლელი ჰენკ ნორელი გახდა. მადრიდელთაგან 17 ქულით საუკეთესო ჯეიმს ფელდეინი იყო, ხოლო ენდი პანკომ 13 ქულა მიითვალა.

13 მოგებითა და 8 მარცხით “სარაგოსა” მე-6 ადგილზეა და 1 ქულით ჩამორჩება მის წინ მყოფ “უნიკახას” და “გრან კანარიას”. მომდევნო მატჩს სანიკიძის გუნდი სწორედ გრანკანარიეოებთან გამართავს.

gbf.ge

სანიკიძის და შერმადინის შედეგიანმა თამაშმა “სარაგოსას” “ვალენსია” დაამარცხებინა

ქართველი კალათბურთელების მორიგი წარმატება ესპანეთში. გიორგი შერმადინისა და ვიქტორ სანიკიძეს დიდი თანამონაწილეობით “სარაგოსამ” ესპანური პრიმერადივიზიონის ერთ-ერთი ლიდერი, “მადრიდის რეალის” შემდეგ მეორე ადგილზე მყოფი “ვალენსია” დაამარცხა. სარაგოსელებმა სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარეს და დაძაბულ ბრძოლაში ვალენსიელებს 95:89 მოუგეს.

სარაგოსელთაგან საუკეთესო ვიქტორ სანიკიძე გახლდათ, გიორგი შერმადინმა კი საერთო სარგებლიანობის თვალსაზრისით სანიკიძის შემდეგ მეორე შედეგი აჩვენა. ორივე ქართველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და როგორც ხშირად ხდება, მათ თითქმის თანაბარი დროით ითამაშეს.

გიორგი შერმადინმა მოედანზე 26,11 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა 10-დან 7 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. ჯამში მოპოვებულ 18 ქულას 4 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაყოლა. შერმადინის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 19 შეადგინა და ასეთივე შედეგი ჰქონდა მის თანაგუნდელ დამიენ რუდეჟს, რომელმაც 26 წუთში ასევე 18 ქულა დააგროვა.

საუკეთესო შედეგი კი სანიკიძემ დააფიქსირა, რომელმაც 25,47 წუთში 16 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. ვიქტორმა 6-დან 5 ორქულიანი და 8-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. რაც შეეხებათ ვალენსიელებს, საუკეთესო 23 ქულითა და 7 მოხსნით პაუ რიბასი გახდა.

20 მატჩიდან 12 მოგებით “სარაგოსა” მე-6 ადგილზეა და მის წინ 2 მოგებით მეტის მქონე “ბარსელონაა”. მომდევნო ტურში, 2 მარტს, “სარაგოსა” სტუმრად “ფუენლაბრადას” ეთამაშება.

gbf.ge

შერმდინისა და სანიკიძის “სარაგოსამ” ევროთასის მატჩი ზაგრებში მოიგო

გიორგი შერმადინისა და ვიქტორ სანიკიძის “სარაგოსამ” ევროთასზე მნიშვნელოვინი გამარჯვება მოიპოვა, რითაც ჯგუფიდან გასვლის შანსი შეინარჩუნა. სარაგოსელებს ზაგრებში ხორვატულ “ცედევიტასთან” რომ წაეგოთ გასვლის შანს კარგავდნენ, თუმცა დაძაბული შეხვედრა 77:74 მოიგეს.

გიორგი შერმადინმა სასტარტო ხუთეულში, 22,21 წუთი ითამაშა და 10 ქულა, 6 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა. ქართველმა ცენტრმა 8-დან 4 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. რაც შეეხება სანიკიძეს, ის ხუთეულში არ ყოფილა და მოედანზეც მხოლოდ 13.15 წუთი გაატარა. სანიკიძემ შექვედრა უქულოდ, 2 მოხსნით დაასრულა.

“სარაგოსას” 2 მოგება და 3 წაგება აქვს და გავა თუ არა ჯგუფიდან, ბოლო ტურში გაირკვევა. ქართველების გუნდი 19თებერვალს თურქულ “ბეშიქთაშს” უმასპინძლებს, თუმცა არანაკლებ დამოკიდებული იქნებ ჯგუფინ მეორე შეხვედრის შედეგზე, რომელშიც “ლიეტუვის რიტასი” “ცედევიტას” უმასპინძლებს.

ლიეტუვის რიტასი

3

2

416

418

-2

ბეშიქთაში

3

2

362

375

-13

ცედევიტა

2

3

359

354

5

სარაგოსა

2

3

376

366

10

gbf.ge

ფიბა-ევროპას ვებ-გვერდი სანიკიძის შესახებ წერს

გასულ კვირაში ქართველების წინამძღოლობით “სარაგოსა” ესპანეთის თასის ნახევარფინალში გავიდა. სარაგოსელები რომ თასის გათამაშებაში მოხვდნენ, ესეც ქართველების დამსახურება იყო, რომელთა შედეგიანი თამაშით არაგონული გუნდი პრიმერადივიზიონის საუკეთესო 8 გუნდში მოხვდა. ესპანეთის ქალაქ მალაგაში ჩემპიონატის საუკეთესო 8 გუნდი შეგროვდა, რომლებიც მეოთხედფინალში დაწყვილდნენ. “სარაგოსამ” პირველ რაუნდში მასპინძელთა გუნდი “უნიკახა” დაამარცხა. ამ ფაქტს გამოეხმაურა ფიბა-ევროპის ოფიციალური ვებ-გვერდი, რომელმაც “სარაგოსას” ერთ-ერთ ლიდერ ვიქტორ სანიკიძეზე სტატია გამოაქვეყნა. გთვაზობთ აღნიშნული სტატიის თარგმანს, რომელიც შემდეგნაირადაა დასათაურებული:

ქართული კავშირი სარაგოსაში

იტალიურ “სიენასა” და “ვირტუსში” გატარებული რამდენიმე სეზონის შემდეგ, სანიკიძე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა. ქართველი ფორვარდი “სარაგოსას” ღირსებას წარმატებულად იცავს როგორც ესპანეთის პრიმერადივიზიონში, ისე ევროთასის გათამაშებაში.

სანიკიძე ესპანეთში 2006 წელს თამაშობდა, როცა ისტორიული გუნდის, მადრიდის “ესტუდიანტესის” ღირსებას იცავდა, თუმცა სამეფო თასზე ასპარეზობის უფლება მხოლოდ წლეულს, “სარაგოსაში” მიეცა.

“ეხლა სულ სხვა გამოცდილებით ვთამაშობ ესპანეთში. ნამდვილად არ მოველოდი , თუკი თასზე თამაში ემოციურად ასე დატვირთული იქნებოდა. იტალიაში თასზე თამაშზე ასეთი მუხტი არ ჰქონია” – ამბობს სანიკიძე – ძალიან გახარებული ვარ, რომ მომიწია ესპანეთის სამეფო თასზე თამაში. განსაკუთრებით იმიტომ, რომ ნახევარფინალში გავედით, რასაც არავინ არ ელოდა”.

“სარაგოსამ” მეოთხედფინალში 79:74 დაამარცხა თასის გათამაშების მასპინძელი “უნიკახა”. ამ მატჩში სანიკიძემ 12 ქულადა 8 მოხსნა მიითვალა. სარაგოსელები ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც მომავალ ჩემპიონ “რეალთან” დამარცხდნენ.

“რეალის წინააღმდეგ თამაში ჩენთვის ძალიან რთული გამოდგა – იხსენებს სანიკიძე – ესაა ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი, რომელსაც არაერთი უმაღლესი კლასის მოთამაშე ჰყავს. ყველაფერ ამის გათვალისწინებით მადრიდელების წინააღმდეგ თამაში არ გამოგვივიდა”.

ათლეტური აღნაგობის ქართველი, რომელსაც ერთნაირი წარმატებით შეუძლია როგორც მძიმე, ისე მსუბუქი ფორვარდის პოზიციაზე თამაში, ასევე აქვს მოხნის, შორი და ახლო სროლების, დაფარებების და სწრაფი გარღვევების ალღო, აპრილში 28 წლის ხდება.

ამბობენ, რომ სანიკიძე ახლა კარიერის პიკშია, რაზეც მოთამაშე გვპასუხობს:

“არ ვიცი, ძნელი სათქმელია. მხოლოდ იმას ვცდილობ, გავიღო ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი, რათა ჩვენმა გუნდმა სეზონში მაქსიმუმს მიაღწიოს. ვნახოთ, რამდენად კარგ შედეგებს ვაჩვენებთ. ახლა მხოლოდ ამაზე ვფიქრობ. თუკი შედეგებს მივაღწევთ და ამაში ჩემი წვლილიც იქნება, მაგ კითხვაზე მერე გიპასუხებთ.

სანიკიძე არ იშურებს სანაქებო სიტყვებს “სარაგოსას” მეორე ქართველ კალათბურთელ გიორგი შერმადინზე, რომელიც მიმდინარე სეზონში მაღალ დონეზე თამაშობს.

“ის შესნიშნავად თამაშობს და გუნდისთვის უდიდეს სამუშაოს ასრულებს. მას ადრე არ უწევდა საკმარისი დროით თამაში, ახლა კი მოედანზე საშუალოდ 25 წუთს ატარებს და ესაა, რაც მას ყველაზე მეტად სჭირდება. დარწმუნებული ვარ, მას დიდი მომავალი აქვს”

gbf.ge