პოლ სქოულზმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ პოლ პოგბამ უფრო მეტად უნდა გამოიყენოს თავისი ტვინი. ამაზე ომარ მომანიმ კარიკატურა შემოგვთავაზა.
პოლ სქოულზმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ პოლ პოგბამ უფრო მეტად უნდა გამოიყენოს თავისი ტვინი. ამაზე ომარ მომანიმ კარიკატურა შემოგვთავაზა.
დღეს პრემიერ ლიგის მეექვსე ტურის მატჩში “მანჩესტერ იუნაიტედმა” “ოლდ ტრაფორდზე” “ლესტერ სიტის”, ანგარიშით, 4-1 სძლია. საგულისხმოა, რომ ამ შეხვედრაშისადებიუტო გოლი გაიტანა “წითელი ეშმაკების” 105-მილიონიანმა სპორტსმენმა, პოლ პოგბამ.
იტალიური მედია წერს, რომ პარასკევს ფრანგი მოთამაშე ტურინში იმყოფებოდა. პოლმა მისი ყოფილი გუნდელები “იუვენტუსის” საწვრთნელ ბაზაზე მოინახულა. პირველი რაც გააკეთა იყო ის, რომ მან საკუთარი გარდერობი დააცარიელა. ეს ის გარდერობია, რომლის დალაგებისკენაც პატრის ევრა პოლს სოციალურ ქსელში ხუმრობით მოუწოდებდა.
ამის შემდეგ მოხდა მთავარი: ახალგაზრდა მოთამაშემ “ბებერი ქალბატონის” ყველა ფეხბურთელს, სამწვრთნელო შტაბსა და სხვა პერსონალს “როლექსის” საათები აჩუქა. ეს იყო გუნდის დატოვების მოსაბოდიშებლად ერთგვარი საჩუქარი. საგულისხმოა, რომ არცერთ საათზე არ იყო ნახსენები ფირმის სიმბოლო, თუმცა პოგბას თქმით, ყველა მათგანი “როლექსის” კომპანიის მიერ იყო დამზადებული.
ხანმოკლე მოგზაურობის შემდეგ, პოგბამ ტურინი დატოვა, რამდენიმე საათში კი “ოლდ ტრაფორდზე” სადებიუტო გოლი გაიტანა.