კევინ გამეირომ ხიხონის “სპორტინგს” ხუთ წუთში სამი გოლი გაუტანა (ვიდეო)

18 თებერვალს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 23-ე ტურში ხიხონის “სპორტინგმა” საკუთარ მოედანზე მადრიდის “ატლეტიკო” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 1:4 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ “ატლეტიკოს” თავდამსხმელმა, კევინ გამეირომ ამ შეხვედრაში ჰეთ-თრიქი გაიფორმა. ფრანგმა ფეხბურთელმა მასპინძელთა კარი მე-80, 81-ე და 85-ე წუთებზე დალაშქრა.

იხილეთ ვიდეო

cats

კევინ გამეირო: “ბარსელონასგან” კარგი შემოთავაზება მქონდა, თუმცა “ატლეტიკო” ავირჩიე”

გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე ფრანგი თავდამსხმელი, კევინ გამეირო 32 მილიონი ევროს სანაცვლოდ ანდალუსიის “სევილიადან” მადრიდის “ატლეტიკოში” გადავიდა. 29 წლის სპორტსმენმა პრიმერა დივიზიონის ექვს მატჩში უკვე მოასწრო ორი გოლის გატანა.

გამეირომ ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ დედაქალაქური კლუბის გარდა, “ბარსელონასგანაც” ჰქონდა შემოთავაზება, მაგრამ მან “ვისენტე კალდერონზე” ბურთის გორება არჩია.

“ბარსელონას” ხელმძღვანელობა დამიკავშირდა და მათთან სამსახური შემომთავაზა, მაგრამ სიმეონეს შეგირდობა ვარჩიე.”

“რთულია, ხშირად ითამაშო კატალონიურ გუნდში, სადაც სუარესი, მესი და ნეიმარი არიან. ახლა მადრიდში ვარ და ეს ძალიან მიხარია. იმედია, მე და “ჩოლოს” სხვა შეგირდები მწვრთნელთან ერთად ბევრ წარმატებას მივაღწევთ,” – განაცხადა გამეირომ.