ჯეიმი ვარდი აღიარებს, რომ ლაზარეთში ყოფნისას მან რეაბილიტაციის პროცესის გაუმჯობესების თავისებურ ხერხს მიაგნო – საუბარია არაყზე, რომელშიც მან ე.წ. “სკიტლსები” გაურია.
“განადგურებული ფეხი მქონდა – არაფრით გამორჩეული ტრავმა იყო, თუმცა რეაბილიტაციის პროცესი უსასრულოდ გრძელდებოდა. სახლში 3-ლიტრი არაყი მქონდა, რომელშიც დიდი რაოდენობის “სკიტლსები” ჩავყარე.
ერთხელ მთლიანი შეკვრა ჩავყარე, თუმცა შემდეგში უპირატესობას წითელ და იასამნისფერ ბურთულებს ვანიჭებდი, რადგანაც ფორთოხლისფერი, მწვანე და ყვითელი ბურთულები დიდად არ მომწონს. 20 სხვადასხვა შეკვრა მაინც გამოვიყენე. ამის შემდეგ კი, შეგიძლიათ არაყი დალიოთ და მას სწორედ ისეთი გემო ექნება, როგორიც “სკიტლსებს” აქვთ.
როდესაც მოვიწყენდი, ერთ ჭიქას მოვიმზადებდი და ასე ვკლავდი დროს. არაყი მინიმალური რაოდენობის იყო, მაგრამ ჩემი ფეხისთვის, რომელიც სისხლდენას არ წყვეტდა, მეტი არ შეიძლებოდა.
როდესაც ჩემმა ფიზიოთერაპისტმა ნახა, რომ რეაბილიტაციის პროცესი ასე წარმატებულად მიმდინარეობდა, ძალიან გაუკვირდა. შემდეგ კი ჩემი საიდუმლო გავანდე. სანამ ამ ყველაფერს მეცნიერულ ახსნას მოუძებნიდა და მეტყოდა, რომ ეს ჩემთვის საზიანო იყო, შემაქო კიდეც.”