ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე მეორე ვადით დავით ქევხიშვილი აირჩიეს. საპრეზიდენტო არჩევნებს 36 დელეგატიდან 30 დელეგატი დაესწრო. დამსწრე დელეგატებმა ქევხიშვილის კანდიდატურას მხარი ერთხმად დაუჭირეს.
ფედერაციიის პირველ ვიცე პრეზიდენტის პოსტზე დავით ხახალეიშვილი იმუშავებს. ვიცე-პრეზიდენტებად ზაქარია კევლიშვილი და ცეზარ ჩოჩელი აირჩიეს, ფედერაციის გენერალური მდივანი კი გიორგი ათაბეგაშვილი გახდა. შეგახსენებთ, რომ ძიუდოს ფედერაციის არჩევნებზე მხოლოდ დავით ქევხიშვილის კანდიდატურა იყო წარდგენილი.