რაშფორდი: “მინდა, მეტოქისთვის მუდმივ ხიფათს წარმოვადგენდე, როგორც – რონალდუ”

“მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელი მარკუს რაშფორდი, რომელსაც სპეციალისტები საკმაოდ პერსპექტიულ ფეხბურთელად თვლიან, აცხადებს, რომ მაგალითს კრიშტიანუ რონალდუსგან იღებს.

“რონალდუ მუდმივად ქმნის საგოლე საფრთხეს. ბოლო წლებში მაგალითს სწორედ კრიშტიანუსგან ვიღებდი. იგი ყოველთვის ჩანს მოედანზე, გავლენას ახდენს თამაშზე, მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებს მისი ეშინიათ. მეც მინდა, რომ მეტოქისთვის მუდმივ ხიფათს წარმოვადგენდე. რუნი და რონალდუ თავის დროზე საოცარ ტანდემს ქმნიდნენ. ორივე მათგანი დიდებული ფეხბურთელია”, – ციტირებს რაშფორდის სიტყვებს A bola.