პრემიერ ლიგა: მე-17 ტურის ყველაზე ცუდი მოთამაშეების სიმბოლური გუნდი (ფოტო)

გასულ უქმეებზე პრემიერ ლიგის მე-17 ტურის შეხვედრები გაიმართა.

Goal.Com-ი ნახსენები ტურის ყველაზე ცუდი ფეხბურთელების სიმბოლურ გუნდს გვთავაზობს.

ფაბიანსკი, მონრეალი, ამათი, შოუკროსი, ქუკი, ოზილი, ჰადლსტოუნი, ჯაკა, კაბაი, ბენტეკე, ვარდი.

 

 

დრამა “დინ კორტზე”: “ბორნმუთმა” “ლივერპულთან” ორბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და ბოლოს მატჩიც მოიგო (ვიდეო)

დღეს ინგლისის პრემიერ ლიგის მე-14 ტურის შეხვედრები იმართება.

ერთ-ერთ მატჩში, “დინ კორტზე” “ბორნმუთმა” “ლივერპული” მიიღო. დაპირისპირება სტუმრების უპირატესობით დაიწყო, რაც მალე ანგარიშშიც აისახა. მე-20 წუთზე ჯერ სადიო მანემ გაიტანა, ხოლო 2 წუთში კი ბელგიელმა დივოკ ორიჯიმ ორამდე გაზარდა ანგარიში.

მეორე ნახევარში, 56-ე წუთზე უილსონმა პენალტის ნიშნულიდან გატანილი გოლით მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა. თუმცა, 8 წუთში ემრე ჩანმა “ლივერპულის” მესამე გოლი შეაგდო. თითქოს, მერსესაიდელებისთვის ყველაფერი კარგად მიდიოდა. ასე არ ფიქრობდნენ მასპინძლები. 76-ე წუთზე ჯერ ფრასერმა 3:2 გახადა ანგარიში, ხოლო 3 წუთში ქუკმა გაათანაბრა. “ბორნმუთი” “გათავხედდა” და მოგებაზეც დაიწყო თამაში. საბოლოოდ, მატჩის მესამე დამატებულ წუთზე ნათან აკემ გამარჯვების გოლის გატანა მოახერხა და “დინ კორტის” ბინადრებმა 4:3 იმარჯვეს!

14 ტურის შემდეგ “ბორნმუთი” 18 ქულით მეათე ადგილზეა, ხოლო “ლივერპულს” 30 ქულა აქვს და მე-3 პოზიციაზე იმყოფება.

 

 

 

გვარდიოლა “სიტის” ფეხბურთელზე: “როცა გუნდში მისნაირი სამი მოთამაშე გყავს, პრემიერ ლიგას აუცილებლად მოიგებ”

დღეს, პრემირ ლიგის ლიდერი, “მანჩესტერ სიტი” მეშვიდე ტურის ეგიდთ გასამართ შეხვედრაში ლონდონის “ტოტენჰემს” დაუპირისპირდება. “ქალაქელების” თავკაცმა, პეპ გვარდიოლამ წინასამატჩო კონფერენციაზე მის ერთ-ერთ გამორჩეულ სპორტსმენზე, ბრაზილიელ ფერნანდინიოზე ისაუბრა.

“ფერნანდინიოს ყველაფერი შეუძლია. რასაც ამ სეზონში მივაღწიეთ, მის გარეშე ამ ყველაფრის გაკეთება წარმოუდგენელი იქნებოდა.”

“ის არის ძალიან  სწრაფი და ჭკვიანი; შეუძლია, საჰაერო ორთაბრძოლების ხშირად მოგება. ფერნანდინიო რამდენიმე პოზიციაზე უპრობლემოდ თამაშობს.”

“თუ გუნდს სამი ფერნანდინიო ეყოლება, ის აუცილებლად მოიგებს პრემიერ ლიგას. ჩვენ მხოლოდ ერთი გვყავს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია გუნდისთვის!” – განაცხადა კატალონიელმა მწვრთნელმა.