“უდინეზემ” იაკინი გუნდის თავკაცის პოსტიდან გაათავისუფლა

“უდინეზეს” ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ჯუზეპე იაკინი გაათავისუფლა.

“ბიანკონერი” იტალიის სერია A-ს ბოლო ოთხი მატჩიდან სამ შეხვედრაში დამარცხდა, ერთხელ კი ფრედ ითამაშა. გუნდი გასულ შაბათს, შინ რომის “ლაციოსთან” ანგარიშით 0:3 განადგურდა.

“უდინეზეს” გათამაშების სატურნირო ცხრილში შვიდი ქულით მე-16 პოზიცია უკავია.

შეგახსსენებთ, რომ ჯუზეპე იაკინი “უდინეზეს” 2016 წლის მაისიდან ხელმძღვანელობდა.