“არსენალის” ფანმა მატჩი ბოლო 15 წლის მანძილზე პირველად პირუტყვის გამო კინაღამ გამოტოვა

ერთობ უჩვეულო შემთხვევის გამო ლონდონის “არსენალის” ფანმა ტიმ სტილმანმა საყვარელი გუნდის მატჩი ბოლო 15 წლის მანძილზე პირველად კინაღამ გამოტოვა.

“მეთოფეთა” ფანების ნაწილი ქალაქ ბარნლში, სადაც მატჩი ჩატარდა, სარკინიგზო საშუალებით მიემგზავრებოდა, თუმცა პირუტყვის გამო მატარებელი შეფერხდა.

“ჩვენი მატარებელი ლონდონში ბრუნდება. საქონლის გამო ბოლო 15 წლის მანძილზე პირველად ვტოვებ მატჩს”, – დაწერა საკუთარ მიკრობლოგზე სტილმანმა.

თუმცა, ინგლისელი ბედს არ შეეგუა და ბარნლში სხვა მატარებლით ჩავიდა.

“გარეული ძროხები ვერ შემაჩერებდნენ”, – დაწერა სტილმანმა

შეგახსენებთ, რომ “არსენალმა” აღნიშნული შეხვედრა ლორან კოსელნის მიერ ბოლო წუთებზე გატანილი კინკილა გოლით მოიგო (0:1).