ოფიციალურად: “სუონსიმ” გვიდოლინი დაითხოვა და ბრედლი დანიშნა

უელსური “სუონსი სიტის” ხელმძღვანელებმა კლუბის აწ უკვე ყოფილი თავკაცის, ფრანჩესკო გვიდოლინის დათხოვნის გადაწყვეტილება სპეციალისტის 61-ე დაბადების დღეზე მიიღეს და ის აშშ-ს ყოფილი მთავარი მწვრთნელით ჩაანაცვლეს.

შეგახსენებთ, რომ გვიდოლინი “გედებს” ამა წლის იანვარში ჩაუდგა სათავეში. თუმცა მისი დათხოვნა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც გუნდმა სათამაშო ფორმა დაკარგა და პრემიერ ლიგის პირველი 7 თამაშიდან მხოლოდ 4 ქულა მოაგროვა.

იტალიელმა სპეციალისტმა ბოლო მატჩი მერსესაიდული “ლივერპულის” წინააღმდეგ ჩაატარა, რომელიც პირველ ტაიმში ლიდერობის მიუხედავად მინიმალური სხვაობით წააგო.

58 ქლის ბობ ბრედლიმ კი ინგლისში გადმოსაბარგებლად საფრანგეთის ლიგა 2-ში მოასპარეზე “ლე ჰავრი” დატოვა. მისი პირველი მატჩი 15 ოქტომბერს, “ემირეიტ სტედიუმზე” უნდა გაიმართო სანაკრებო ბატალიების შემდეგ.