“უდინეზე” ლუიჯი დელნერის ჩააბარეს

“უდინეზეს” მთავარი მწვრთნელის პოსტზე 66 წლის იტალიელი სპეციალისტი ლუიჯი დელნერი დაინიშნა.

მხარეებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება ძალასი მიმდინარე სეზონის ბოლომდე იქნება. გასულ სეზონში დელნერი “ვერონას” თავკაცობდა, რომელმაც სერია А-ს გათამაშება ბოლო ადგილზე დაასრულა და იტალიის უმაღლესი დივიზიონის დატოვება მოუხდა.

შეგახსენებთ, რომ “უდინეზეს” მანამდე ჯუზეპე იაკინი ხელმძღვანელობდა, რომელიც კლუბის ხელმძღვანელობამ არასახარბიელო შედეგების გამო გაათავისუფლა.

“ზებრები” იტალიის სერია A-ს ბოლო ოთხი მატჩიდან სამ შეხვედრაში დამარცხდნენ, ერთხელ კი ფრედ ითამაშეს.

“უდინეზეს” გათამაშების სატურნირო ცხრილში შვიდი ქულით მე-16 პოზიცია უკავია.