17 წლის გოგონამ მსოფლიოს ჩემპიონატზე გოლი მოედნის ცენტრიდან გაიტანა (ვიდეო)

17 წლამდე გოგონათა შორის იორდანიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩში ვენესუელის ნაკრების თავდამსხმელმა დეინა კასტელიანოსმა კამერუნის ნაკრებს კომპენსირებულ დროში გოლი მოედნის ცენტრიდან გაუტანა და საკუთარ გუნდს გამარჯვება მოუტანა – 2:1.

აღსანიშნავია, რომ კასტელიანოსი ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეა. 2014 წელს გამართულ ანალოგიურ ტურნირზე იგი “ოქროს ბუცის” მფლობელი გახდა. 17 წლამდე გოგონათა შორის 2014 წელს ჩატარებული მუნდიალი მისთვის სადებიუტო გახლდათ.

დეინა კასტელიანოსი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს.

Castellanos