არგენტინაში გულშემატკივრები მსაჯს პენალტის დანიშვნისთვის სასტიკად გაუსწორდნენ (ვიდეო)

უსიამოვნო ინციდენტი მოხდა არგენტინის ჩემპიონატის ქვედა დივიზიონის ეგიდით “ერტელენდისა” და “პრიმერო დე მაიოს” შორის გამართულ მატჩში.

მას შემდეგ, რაც “პრიმერო დე მაიოს” ფეხბურთელმა პენალტი გაიტანა, “ერტელენდის” გულშემატკივრები მოედანზე შეიჭრნენ და არბიტრს სასტიკად გაუსწორდნენ.

მსაჯებმა თავს სტადიონიდან გაქცევით უშველეს.

ყურადღება: ვიდეო შეიცავს ძალადობის ნიშნებს!