მარკო პიაცამ ტურინის “იუვენტუსი” დროებით დატოვა და იჯარით გერმანულ “შალკეს” მიაშურა. ამის შესახებ გენზელკეხენური კლუბის ოფიციალური გვერდი იტყობინება.
როგორც ცნობილია, პიაცა “შალკეში” სეზონის ბოლომდე ითამაშებს. “იუვე” ამისთვის ერთ მილიონ ევროს მიიღებს. გარდა ამისა, 22 წლის ფეხბურთელის წარმატებული ასპარეზობის (რომელიც კონკრეტული კრიტერიუმებითაა გაწერილი კონტრაქტში) შემთხვევაში, გერმანული გუნდი ბონუსის სახით “ბებერ ქალბატონს” ნახევარ მილიონს გადაუხდის.
შეგახსენებთ, რომ პიაცა ტურინში 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე ხორვატიის ნაკრებში ასპარეზობის შემდეგ, ზაგრების “დინამოდან” გადაბარგდა. თუმცა, ახალგაზრდა მოთამაშემ თავის გამოჩენა ვერ შეძლო და სათამაშო პრაქტიკის მიღებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, “შალკეს” მიაშურა.