გავლენიანი ინგლისური გამოცემა, The Sun-ი იტყობინება, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი” სერიოზულად არის დაინტერესებული საფრანგეთის ნაკრებისა და მადრიდის “ატელტიკოს” ლიდერის, ანტუან გრიზმანის შეძენით. “წითელ ეშმაკებს” სიმეონეს შეგირდის გადაბირება მომავალ ზაფხულს სურთ.
იმავე წყაროს ცნობით, ნახსენები მოთამაშის შეძენა ლონდონურ გუნდებს: “არსენალსა” და “ჩელსის” სურთ. ისინი, დაახლოებით, 89.3 მილიონ ფუნტს ჩამოდიან.
“მანჩეტსერში” ანტუანის მეგობარი და თანამემამულე პოლ პოგბა გამოდის. თუ გრიზმანი “ატლეტიკოს” დატოვებას გადაწყვეტს, შესაძლოა, მან, პოგბას გამო, მანჩესტერულ გუნდზე გააკეთოს არჩევანი.
ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები მომავალ ზაფხულზე.