“მანჩესტერის” ახალგაზრდული გუნდის მეკარემ კურიოზული გოლი გაუშვა (ვიდეო)

“მანჩესტერ იუნაიტედის” 18 წლამდე გუნდის კიპერმა ალექს ფოიტიჩეკმა “სანდერლენდის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში კურიოზული გოლი გაუშვა.

“წითელი ეშმაკების” მეკარე ვიზავის შორეულ დარტყმას ვერ გაუმკლავდა და ბურთი ფეხებს შორის გაუძვრა, რის შემდეგაც “სანდერლენდის” ფეხბურთელს ცარიელ კარში გოლის გატანა არ გასჭირვებია.

16 წლის ფოიტიჩეკი პირველი სლოვაკი ფეხბურთელია, რომელიც “მანჩესტერ იუნაიტედის” სისტემაში მოხვდა. იგი ინგლისურ გუნდს მიმდინარე წლის ზაფხულში საფეხბურთო კლუბ “ტარტანიდან” შეუერთდა.