დღეს გავრცელდა ხმები, რომ ქართველი მეკარე, ნუკრი რევიშვილი თბილისის “დინამოში” გადავიდა.
Fanebi.Com-ი დედაქალაქური კლუბის პრესცენტრს დაუკავშირდა, სადაც დაგვიდასტურეს, რომ 29 წლის ფეხბურთელი საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბთან ხვალ გააფორმებს კონტრაქტს. ჯერჯერობით ტრანსფერის სხვა დეტალები არ საჯაროვდება.
ცნობისთვის გეტყვით, რომ ნუკრი სხვადასხვა დროს “რუბინის”, “ანჟის”, “კრასნოდარის”, “დილას”, “ვალეტას”, “ტოსნოს” და “მორდოვიას” ღირსებას იცავდა. რევიშვილი ეროვნულ ნაკრებში 2005 წლიდან გამოდის და 32 შეხვედრა აქვს ჩატარებული.