ოქრიაშვილი: “ამ ორ მატჩში მინიმუმ ოთხ ქულას ვიმსახურებდით”

2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე უელსისა და საქართველოს ნაკრებებს შორის გამართული მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა თორნიკე ოქრიაშვილმა, რომელმაც გამათანაბრებელი გოლი გაიტანა.

“ჩემი აზრით, თამაში არცთუ ისე კარგად დავიწყეთ. შესვენებაზე ვლადიმირ ვაისმა ისეთი სიტყვები გვითხრა, რომ მოედანზე უნდა გამოვსულიყავით და დაგვემტკიცებინა, რაც აუცილებელი იყო, ვინაიდან წაგება დღეს არ შეიძლებოდა. ჩემი აზრით, ამ ორ მატჩში მინიმუმ ოთხ ქულას ვიმსახურებდით, მაგრამ, სამწუხაროდ, ერთი ქულა ავიღეთ. საქართველოში მოლდოვის ნაკრებთან პირველი გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ”, – აღნიშნა თორნიკე ოქრიაშვილმა.