პოლონეთში ჯარიმა უჩვეულოდ შეასრულეს (ვიდეო)

პოლონეთის მესამე ლიგის მატჩში მაყურებლები უჩვეულოდ შესრულებული საჯარიმო დარტყმის თვითმხილველები გახდნენ.

სტანდარტული მდგომარეობის შესრულებისას “პოდგალეს” ორი ფეხბურთელი ერთმანეთს განზრახ შეეჯახა, მესამემ კი ბურთი რბილად ჩააგდო საჯარიმოში. მოულოდნელობის ეფექტმა სრულყოფილად ვერ იმოქმედა და “პოდგალემ” ბურთის გატანა ვერ შეძლო.