ჰოლანდიელმა ფრანკ დე ბურმა “ინტერის” ნახევარმცველი, ჯეფრი კონდოგბია “მანჩესტერ იუნაიტედის” ფრანგ ახალწვეულს შეადარა და აღნიშნა, რომ კონდოგბიასაც შეუძლია უმაღლეს დონეზე თამაში, მსგავსად პოლისა.
“კონდოგბია ძალიან გავს პოგბას. ორივე მათგანი ერთ პოზიციაზე თამაშობს. მას ორთაბრძოლების მოგება და ყველაფრის მარტივად გაკეთება ევალება. მას ყველაფერი აქვს, რაც უმაღლესი დონის ფეხბურთელს მოეთხოვება.
ამასთანავე, ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და პროგრესირება კვლავ შეუძლია. მიუხედავად ასაკისა, ის ფიზიკურად საკმაოდ ძლიერია და შესაძლებლობებიც საკმაოდ კარგი აქვს. ბევრს თუ იმუშავებს, ყველაფერი გამოუვა.” – განაცხადა “აიაქსის” ექს-თავკაცმა.