ჩოხატაურის სტადიონის რეაბილიტაცია იგეგმება

უახლოეს პერიოდში ჩოხატაურის ბორის პაიჭაძის სახელობის ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია იგეგმება. სტადიონი გასული საუკუნის 50-იან წლებში აშენდა და თავდაპირველად მას იპოდრომის ფუნქციაც ქონდა. კომპლექსი ბალახისსაფარიანი 2 სტანდარტული საფეხბურთო და 1 სარაგბო მოედნისგან შედგება. ტრიბუნა გათვლილია 2 000 მაყურებელზე. კომპლექსის ირგვლივ არსებული ტერიტორია იძლევა იმის საშუალებას, რომ დამატებით მოეწყოს ხელოვნურსაფარიანი 1 სტანდარტული და 6-მდე მინი მოედანი. ამ ეტაპზე სტადიონით 4 საფეხბურთო და 3 სარაგბო ასაკობრივი ჯგუფი სარგებლობს, სულ 400-მდე ბავშვი.

მუნიციპალიტეტის ორგანიზებით რეგულარულად ტარდება შიდა ტურნირები, გუნდები ასევე მონაწილეობას იღებენ დასავლეთ საქართველოს ტურნირებში. ჩოხატაურის სტადიონზე სპორტსმენები ტარიელ ხეჩიკაშვილმა მოინახულა და სპორტული ინვენტარ გადასცა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი რეგიონებში სორტული ინფრასტრუქტურის დათვალიერებას განაგრძობს. ცოტა ხნის წინ სტადიონზე არსებულ ვითარებას ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილიც გაეცნო.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური