“მილანს” დროებით აბატე უკაპიტნებს

“მილანის” კაპიტანმა რიკარდო მონტოლივომ ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა და გუნდს დაახლოებით ექვსი თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება.

“ლა გაძეტა დელო სპორტის” თანახმად, “როსონერის” მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ გუნდის კაპიტნის სამკლავური იგნაციო აბატეს ანდო, რომელიც მანამდე ვიცე-კაპიტანი იყო.

29 წლის მცველი “მილანის” დღევანდელ შემადგენლობაში ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ ფეხბურთელად ითვლება. მას “როსონერის” ფორმით 239 მატჩი აქვს ჩატარებული.