17 ოქტომბერს პრემიერ ლიგის მერვე ტურის შეხვედრაში “ლივერპული” “მანჩესტერ იუნაიტედს” დაუპირისპირდება.
მესრესაიდული კლუბის მეკარემ, ლორის კარიუსმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ მათ მანჩესტერული გუნდის არ ეშინიათ და ყველაფერს იზამენ 3 ქულის მოსაპოვებლად.
“მანჩესტერ იუანიტედი” შესანიშნავი გუნდია, მაგრამ ჩვენ ვართ კოლექტივი, რომელსაც შეუძლია საკუთარ მოედანზე იდეალურად ასპარეზობა.”
“ჩვენ მათ პატივს ვცემთ, მაგრამ მოწინააღმდეგის არ გვეშინია და ვიცით, რომ მოგება შეგვიძლია!”
“ლივერპულს” ამ სეზონში დიდი გეგმები აქვს, ამიტომ ასეთ მატჩებს კარგად მომზადებულები უნდა შევხვდეთ. ორშაბათ საღამოს “მანჩესტერს” უნდა მოვუგოთ და ამაში დიდ წვლილს ჩვენი გულშემატკივრებიც შეიტანენ,” – განაცხადა კარიუსმა.