ჟარდიმი: “მონაკო” ყველაფერს გააკეთებს აგრესიული “ცსკა”-ს დასამარცხებლად”

ფრანგული “მონაკოს” თავკაცმა, ლეონარდო ჟარდიმმა მოსკოვის “ცსკა”-ს წინააღმდეგ გასამართი მატჩის წინ რუს მეტოქეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფრანგულ მხარეს ამ მატჩში გამარჯვება აუცილებლად ესაჭიროებათ.

“რთულ მატჩს ველით. სავარაუდოდ, “ცსკა” აგრესიულ ფეხბურთს დაგვიპირისპირებს, თანად მაღალ ტემპსაც შემოგვავაზებს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ გამარჯვების მოსაპოვებლად, რათა რუსეთში გამგზავრების წინ კარგი განწყობა შევიქმნათ.

მოსამზადებლად მხოლოდ 2 დღე გვქონდა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი გამოგვივა.

რომან ერემენკოსა და ალან ძაგოევის არყოფნა “ცსკა”-სთვის დიდი დარტყმაა, თუმცა რამდენადაც ვიცი, მათ კარგი გუნდი ჰყავთ და მწვრთნელსაც არ გაუჭირდება ალტერნატიული ვარიანტის არჩევა.

“ცსკა” რუსეთის ჩემპიონია, სადაც ბევრი რუსი ფეხბურთელი თამაშობს. ამ გუნდმა სანკტ-პეტერბურგის “ზენიტს” აჯობა, რომელიც როგორც ვიცით, ძალიან კარგი გუნდია.

ასე რომ, ძალიან აგრესიულ და საინტერესო მატჩს ველით.”